აშშ-ს კონგრესში გამართული მოსმენის ფარგლებში საქართველოს შესახებ იმსჯელეს

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიული პარტნიორობის თავმჯდომარე დეივიდ პრაისმა და თანათავმჯდომარე ვერნ ბუკანანმა კონგრესში გამართულ ბრიფინგზე განიხილეს კონგრესის დელეგაციის ბოლოდროინდელი ვიზიტი საქართველოში, სომხეთში, მოლდოვასა და უკრაინაში. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, წარმომადგენელთა პალატის წევრებმა ყურადღება საქართველოს დემოკრატიის კონსოლიდაციის პროცესზე გაამახვილეს და ქვეყანაში საპარლამენტო დემოკრატიის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს მზარდი ინტერესი რეგიონის კიდევ უფრო სწრაფი განვითარებისადმი.

მოსმენას აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ბაქრაძე ესწრებოდა. მან სიტყვით გამოსვლისას საქართველოში განხორციელებული რეფორმების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და კონგრესმენებს, მტკიცე თანადგომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

აღსანიშნავია, რომ წარმომადგენლობითი პალატის ქვეშ არსებული დემოკრატიის პარტნიორობის პროგრამა (HDP) გულისხმობს ორპარტიული, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის წევრებისგან შემდგარ 20-წევრიან კომისიას, რომელიც მუშაობს მსოფლიო მასშტაბით პარტნიორ საკანონმდებლო ორგანოებთან, რათა უფრო ეფექტური და პასუხისმგებლიანი გახადონ დემოკრატიული ინსტიტუტები. დელეგაცია საქართველოს 2019 წლის 15-17 აპრილს სტუმრობდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა