კობა გვენეტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ყაზახეთის ცენტრალური ბანკის მრგვალი მაგიდის დისკუსიებში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ქალაქ ნურ-სულთანში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ყაზახეთის ცენტრალური ბანკის ორგანიზებით გამართულ რეგიონულ ღონისძიებაში - ''ინკლუზიური ზრდის პოლიტიკა" - მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ბანკიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მრგვალი მაგიდის დისკუსია დახურულ ფორმატში წარიმართა და მონაწილეობას კავკასიისა და ცენტრალური აზიის, მონღოლეთისა და ევრაზიის გაერთიანების ქვეყნები იღებდნენ. დისკუსიის ძირითადი საკითხი ინკლუზიური ზრდის დაგეგმვა, განხორციელება და შეფასებაა.

შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ფინანსური ინკლუზიურობისა და ფინანსური ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე ისაუბრა. კობა გვენეტაძემ ყურადღება გაამახვილა ფინანსური ტექნოლოგიების საჭიროებაზე, მან ხაზი გაუსვა საქართველოში არსებულ გამოწვევებს და მონაწილეებს გააცნო ის მიმართულებები, რომლებსაც საქართველოს ეროვნული ბანკი ბოლო პერიოდში ახორციელებს.

"მსურს აღვნიშნო ის ორი მიმართულება, რომლებსაც ჩვენ ძალიან აქტიურად ვავითარებთ და რომელთა გარეშეც ფინანსური ტექნოლოგიების ხელშეწყობა შეუძლებელი იქნებოდა: ჯერ ერთი, ჩვენ წარმატებით დავნერგეთ ფინანსური განათლების სტრატეგია და მეორე, საკრედიტო ინფორმაციაზე წვდომის გამარტივებისთვის ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ შემოვიყვანეთ საკრედიტო ბიურო და ვმუშაობთ გაერთიანებული რეესტრის შექმნაზე", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა