წყლის რესურსების მართვის შესახებ კახეთში საჯარო განხილვა გაიმართა

პროექტის EUWI+ (ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლუს აღმოსავლეთის პარტნიორობისთვის) ფარგლებში, ყვარლისა და თელავის მუნიციპალიტეტებში, საჯარო დიალოგის ფორმატში „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და ალაზანი-იორის მდინარეთა აუზის მართვის გეგმის შუალედური შედეგები განიხილეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, EUWI+ პროექტის მხარდაჭერით, ხრამი-დებედასა და ალაზანი-იორის მდინარეების აუზების მართვის გეგმების შემუშავება დაიწყო.

საჯარო დიალოგის ფორმატში, ადგილობრივ დაინტერესებულ პირებს საშუალება ჰქონდათ გამოეხატათ საკუთარი მოსაზრება, რათა მათი პოზიცია სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვის დროს იქნას გათვალისწინებული. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული შეხვედრები ასევე მიზნად ისახავს წყლის რესურსების მართვის პროცესის ახალ რეფორმაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მეტი ჩართულობის მნიშვნელობისა და როლის მკაფიოდ განსაზღვრას.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემავალი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, ენერგო-პრო ჯორჯიას რეგიონული სერვის-ცენტრების წარმომადგენლები, “ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლუს აღმოსავლეთის პარტნიორობისთვის" პროექტის გუნდი, ყვარლისა და თელავის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ .

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის