სუს-ის უფროსი საფრანგეთის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების გენერალური სამდივნოს დელეგაციას შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა საფრანგეთის ეროვნული თავდაცვის და უსაფრთხოების გენერალური სამდივნოს(SGDSN) დელეგაციასთან შეხვედრა გამართა. დელეგაციას საფრანგეთის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების გენერალური სამდივნოს (SGDSN) უფროსის მოადგილე ფრანსუა-გზავიე დე ვუალემონი ხელმძღვანელობდა. შეხვედრის მიზანი კიბერუსაფრთხოების სფეროში უწყებათაშორისი გამოცდილების გაზიარება იყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სუს-იდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საფრანგეთის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების გენერალური სამდივნოს შორის ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოში საფრანგეთის ელჩი პასკალ მენიე, სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დირექტორი კობა კობიძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი ნინო გიორგობიანი.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო