ქურდობისთვის ბრალდებული არასრულწლოვანის  თ.ა-ს უფლებადამცველებმა ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქცია-ბრიფინგი გამართეს

ქურდობისთვის ბრალდებული არასრულწლოვანის თ.ა-ს უფლებადამცველებმა, გენერალური პროკურორის გადადგომისა და შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების მოთხოვნით, ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქცია-ბრიფინგი გამართეს.

საქმე ეხება ოქტომბერში მომხდარ ინციდენტს, როდესაც ბოლნისში, არასრულწლოვანი თ.ა ქურდობისთვის დააკავეს და აღნიშნული ბრალის აღიარების მიზნით, როგორც ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი აცხადებს, სამართალდამცველებმა არასრულწლოვანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და გაუპატიურებით ემუქრებოდნენ. ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი, იმ პოლიციელების დასჯას ითხოვს, ვინც, მისი თქმით, არასრულწლოვანზე იძალადა.

"ამ სასახლეში, ჩვენი შეფასებით, ზის გენერალური პროკურორი და შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც ამ ქვეყანას მართავს და მიჰყავს კატასტროფისკენ. დღეს მე წარმოვადგინე, სამხარეო პროკურატურის დადგენილება, არასრულწლოვან თ. ა-ს დაზარალებულად ცნობის თაობაზე, წამებასთან მიმართებაში, პოლიციის თანამშრომლების მხრიდან. დადგენილია, რომ ადამიანი აწამეს, სცემეს და ნაწამები ადამიანის გაუპატიურება უნდოდათ. აიღეს ბოთლი, შარვალს აგლეჯდნენ, ეს საცოდავი უწევდა წინააღმდეგობას და ამ წინააღმდეგობის გამო, დააგდეს დაბლა და ხელი მოტეხეს. ამ მოტეხილ ხელზე ორი საათი ურტყამდნენ და შსს ამბობს, რომ ორი ადამიანი გავათავისუფლეთო. პროკურორი ამბობს, რომ საქმის მასალები დადგენილიაო და 16 წლის თ. ა. გახდა არაადამიანური წამების მსხვერპლი და გაუპატიურების მუქარას ჰქონდა ადგილიო და შემდეგ ამ ვიდეოს გავრცელებით ემუქრებოდნენო. გინახავთ, ასეთი დადგენილება რომელიმე ხელიაუფლების დროს?! რომ ასეთი დადგენილების გამო პასუხისგებაში არავინ მიეცათ?!", - განაცხადა ხატიაშვილმა.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრმა და პროკურორმა დამალა დანაშაული და ხელი დააფარა დამნაშავეებს.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა