ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის მსჯავრდებული არასრულწლოვნის ადვოკატი - რეალურ დამნაშავეებს ხელი დააფარეს, რაც ძვირად დაუჯდება ამ ხელისუფლებას

რეალურ დამნაშავეებს ხელი დააფარეს და უდანაშაულო ბავშვის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს, რაც ძვირად დაუჯდება ამ ხელისუფლებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის მსჯავრდებული არასრულწლოვნის დ.ღ.-ს ადვოკატმა ფრიდონ სიხუაშვილმა განუცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებს.

„ლელა შკუბულიანმა დღეს არასამართლიანი გადაწყვეტილება გამოაცხადა. მან დღევანდელი ხელისუფლების, გენერალური პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა. ის გახდა იმ სიბინძურის მონაწილე, რომელიც დ.ღ.-ს მიმართ დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პროკურატურამ და დღეს დაასრულა სასამართლომ. აღნიშნული განაჩენი ჩვენს მიერ აუცილებლად გასაჩივრდება და ჩავა სტრასბურგამდე. რეალურ დამნაშავეებს ხელი დააფარეს და უდანაშაულო ბავშვის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს, რაც ძვირად დაუჯდება ამ ხელისუფლებას“, - განაცხადა სიხუაშვილმა.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ცრუ ჩვენების მიცემის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნი დ.ღ. სასამართლომ დამნაშავედ სცნო. სასჯელის დანიშვნის სხდომად 22 მაისი, 17:00 საათი განისაზღვრა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა