ადვოკატ ფრიდონ სიხუაშვილის განცხადებით, იმ პოლიციელებს, რომლებიც, არასრულწოვან თ.ა.-ზე ძალადობნენ, გიორგი გახარია და შალვა თადუმაძე ხელს აფარებენ

ქურდობაში ბრალდებული არასრულწლოვან თ.ა-ს უფლებადამცველ ფრიდონ სიხუაშვილის განცხადებით, იმ პოლიციელებს, რომლებიც, მისი თქმით, არასრულწოვანზე ძალადობნენ, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე ხელს აფარებენ.

მისივე თქმით, იმის ნაცვლად, რომ შს მინისტრს აღნიშნული პოლიციელები დაესაჯა, ამ ფაქტის შემდეგ, დააწინაურა.

"გახარია და თადუმაძე უნდა გადადგნენ, ვინაიდან ისინი ხელს აფარებენ დამნაშავეებს. ნაცვლად იმისა, რომ მწამებელი პოლიციელები დასჯილიყვნენ, გახარიამ დააწინაურა და ბოლნისიდან აკაკი უგრეხელიძე - მწამებელი, რომელიც არასრულწლოვნის წამებაში მონაწილეობდა და ასევე იყო მცდელობა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვნის გაუპატიურების, ამის ვიდეოზე ჩაწერის და გავრცელების - ნაცვლად ამ პოლიციელების დასჯისა, ისინი მომხდარი ფაქტის შემდეგ, დააწინაურეს, გადმოიყვანეს გარდაბანში", - განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატის თქმით, მათ, ვინც აღნიშნულ ინციდენტში მონაწილეებს ხელს აფარებენ, "არც იურიდიული განათლება აქვთ და არც იმის მორალური უფლება, რომ იყვნენ როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ისე პროკურატურის ხელმძღვანელები".

"მათ უნდა დატოვონ თანამდებობა და ბიძინა ივანიშვილი ვალდებულია მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომ ეს ადამიანები გაუშვას თანამდებობიდან", - აღნიშნა ადვოკატმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს