ირაკლი კოვზანაძე საფრანგეთის საელჩოს ეკონომიკურ ატაშეს შეხვდა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს ეკონომიკური განყოფილების ხელმძღვანელს, იულია სოტიეს შეხვდა.ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც ფრანგი დიპლომატის ინიციატივით გაიმართა, განიხილეს ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, საქართველოს ბიზნესგარემო, მიმდინარე და დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები და სხვა აქტუალური საკითხები.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საფრანგეთი საქართველოს ეკონომიკის, განათლებისა და სხვა სექტორების მიმართულებით დიდ მხარდაჭერას უცხადებს, რომელიც მოიცავს როგორც ტექნიკურ, ასევე ფინანსურ მხარეს. საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, ბიუჯეტის მხარდამჭერი რესურსის სახით, საფრანგეთის განვითარების სააგენტოდან (AFD) 105 მილიონი ლარია მობილიზებული.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს