თამარ ჩუგოშვილი დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საერთაშორისო მდივანი, პოლიტსაბჭოს წევრი თამარ ჩუგოშვილი დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და შუალედური არჩევნების წინ არსებული ვითარება გააცნო.

თამარ ჩუგოშვილის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ზუგდიდში მიმდინარე პროცესებს და ოპოზიციის ქმედებებს. მისივე განცხადებით, დამკვირვებელი ორგანიზაციები ყველა მხარეს მოუწოდებენ, რომ ამომრჩეველს არჩევნების დღეს თავიანთი ნების დაფიქსირებაში ხელოვნურად არ შეუშალონ ხელი.

“დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოში შუალედური არჩევნების პროცესს აკვირდებიან, გავაცანით ის მდგომარეობა, რაც არის ზუგდიდში. განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ამ ქალაქზე გავამახვილეთ, რადგან აქ ჩანს ძირითადი პრობლემები.

ვესაუბრეთ იმაზე, რომ ოპოზიცია აკეთებს ყველაფერს, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და განსაკუთრებით საარჩევნო კომისიების დისკრედიტაცისთვის.

ყველა აცნობიერებს, რის გამოც დაიწყო აჟიოტაჟი - კერძოდ, განცხადება, თითქოს დოკუმენტაცია არასწორად იქნა გადაცემული სარჩევნო კომისიიდან უბანზე - არანაირ კანონდარღვევას არ წარმოადგენდა და ამას ყველა დამკვირვებელი ორგანიზაცია ადასტურებს, ამაში ეჭვი არავის ეპარება.

ასევე ვესაუბრეთ ოპოზიციის მხრიდან მხარდამჭერების მასობრივ მობილიზაციაზე, რომელიც შესაძლოა, არჩევნების დღეს ზუგდიდის საარჩევნო უბნებთან დაძაბულობის შექმნას ემსახურებოდეს.

სადამკვირვებლო ორგანიზაციების სურვილი და მოწოდებაა რომ არც ერთმა მხარემ, არჩევნებში მონაწილე არც ერთმა სუბიექტმა ამომრჩეველს არ შეუშალოს ხელი ნების თავისუფლად გამოხატვაში,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა