ექიმის ინფორმაციით, ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე  ავარიისას დაშავებული 7 მოზარდიდან ერთს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება, კიდევ ერთი კი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

შვიდი მოზარდი არის შემოყვანილი, მათგან ერთ-ერთი პირდაპირ საოპერაციოში არის შეყვანილი, მეორე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, -ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორმა სულხან ორჟონიამ განუცხადა. მისივე თქმით, კლინიკაში სამედიცინო დახმარება შვიდივე მოზარდს გაეწია.

„შვიდი მოზარდი არის შემოყვანილი. მათგან ერთ-ერთი პირდაპირ საოპერაციოში არის შეყვანილი. მეორე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, აღენიშნება ქალა-ტვინის ტრავმა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. კიდევ ერთ პაციენტს კი საშუალო სიმძიმის დაჟეჟილობები და ბარძაყის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება“,-განაცხადა ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა.

სულხან ორჟონიას თქმით, დანარჩენი ოთხ მოზარდს კვლევები ჩაუტარდათ და სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებათ.

ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე, სოფელ პირველ კახათში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდოდ, სწრაფად მოძრავი „მერსედესის“ მარკის ავტომობილი ერთ-ერთი ადგილბრივი მცხოვრების, თემურ ნაყოფიას ეზოში შევარდა. როგორც თემურ ნაყოფიამ "ინტეპრესნიუსს" განუცხადა, ამ დროს ის სახლში არ იმყოფებოდა, თუმცა უთხრეს, რომ სასწრაფო დახმარების მანქანებით ყველა დაშავებული ახალგაზრდა სავადმყოფოში გადაიყვანეს

"ჩემს ეზოში შევარდნენ. ამ დროს სახლში არ ვიყავი,ყანაში ვითოხნიდი. დამირეკეს,მითხრეს ეს ამბავი და წამოვედი.აქ დამხვდა ეს სიტუაცია. ყველა საავადმყოფოშია გადაყვანილი", - განაცხადა თემურ ნაყოფიამ.

იხილეთ ვიდეო: ავარია ბოლო ზარზე: ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტომობილი სახლში შევარდა - დაშავებულია 7 მოზარდი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა