„ყაზტრანსგაზი“ - დოდაშვილის ქუჩაზე ბუნებრივი აირის სუნის გავრცელების მიზეზი დაღვრილი თხევადი გაზი გახდა

კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისი“ ისანში, დოდაშვილის ქუჩაზე ბუნებრივი აირის სუნის გავრცელებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

„კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისის“ ცხელ ხაზზე ისნის რაიონიდან, დოდაშვილის ქუჩიდან შემოვიდა შეტყობინება გაზის ძლიერ სუნთან დაკავშირებით. მოქალაქის განცხადებით, საფრთხის თავიდან აცილების მიზნით კორპუსს ელექტროენერგიის მიწოდებაც შეუწყდა.

ადგილზე მისული სწრაფი რეაგირების ჯგუფის მიერ აღნიშნული კორპუსის შემოწმებისას ბუნებრივი გაზის გაჟონვა არ დაფიქსირდა. შემოწმების შედეგად დადგინდა რომ საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიღვარა თხევადი გაზი. კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისი“ მოსახლეობას გამოჩენილი სიფრთხილისთვის მადლობას უხდის, - ნათქვამია „ყაზტრანსგაზ თბილისის“ განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა