ავტოავარიისას დაშავებული 7 მოზარდიდან, ერთ-ერთი ზუგდიდის საავადმყოფოდან თბილისში გადმოიყვანეს

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოდან, სადაც ავტოავარიის შედეგად დაშავებული 7 მოზარდი მოათავსეს, ერთ-ერთი სასწრაფო დახმარების მანქანით სამკურნალოდ თბილისში გადმოიყვანეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთი დაშავებული მოზარდის ბებიამ, ზოია მატუამ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, დაშავებული მოზარდის, რომელიც თბილისში წაიყვანეს სამკურნალოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ზოაია მატუას თქმით, სწორედ ეს ახალგაზრდა მართავდა იმ მანქანას, რომელიც ანაკლია-ზუგდიდის გზაზე ავარიაში მოჰყვა. რაც შეეხება დანარჩენ 6 პაციენტს, რომლებიც ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობენ, ზოია მატუა ამბობს, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა აღენიშნებათ სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები, მათ შორის, მის შვილიშვილსაც.

„ჩემს შვილიშვილს გატეხილი აქვს, ყბა, ცხვირი, მოტეხილი აქვს ხელი, ფეხი და ბარძაყი. როგორც ვიცი, თავის ტვინი და გულ-მკერდი არ არის დზიანებული. ის მკურნალობას აქ, ზუგდიდის საავადმყოფოში გადის. დაშავებულთაგან ერთ-ერთს ელენთა ამოუღეს. კიდევ ერთს მძიმე დაბეჟილობა აქვს. როგორც მითხრეს, აქ მოთავსებულთაგან 6-ის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გამოსაშვები ბოლო ზარი 20 მაისს ჰქონდათ და ამისთვის ემზადებოდნენ, მანამდე კი გასართობად ანაკლიაში წასულან და მოხდა ეს შეემთხვათ. კლასელები იყვნენ“, - განაცხადა ზოია მატუამ.

ავტოავარიისას დაშავებული 7 მოზარდიდან, ერთ-ერთი ზუგდიდის საავადმყოფოდან თბილისში გადმოიყვანეს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა