„ბიბლუსი გალერეაში“,  „ისტორიული კვირეულის“ ფარგლებში, პროექტის „ისტორიული Sელფერის“ წარდგენა გაიმართება

17 მაისს, „ბიბლუსი გალერეაში“, „ისტორიული კვირეულის“ ფარგლებში, პროექტის „ისტორიული Sელფერის“ გამოფენა/წარდგენა გაიმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გამომცემლობა „პალიტრა L“-დან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს, შესაძლებლობა ექნებათ, გაიცნონ პროექტის „ისტორიული Sელფერი“ იდეის ავტორი, კოტე იანტბელიძე და მხატვარი, ლევან სილაგაძე, რომლის მიერ შექმნილ ისტორიულ „სელფებს“ სოციალურ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

„მნიშვნელოვანი ისტორიული მომენტების ამსახველ „სელფებზე“ ლექციას წაიკითხავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ბონდო კუპატაძე.

საღამოზე ჩატარდება გათამაშება, რომლის გამარჯვებულსაც სპეციალური პრიზი გადაეცემა.

ღონისძიება დაგეგმილია, „ისტორიული კვირეულის“ ფარგლებში, რომელიც 15 მაისს დაიწყო და 26 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. ამ დღეების განმავლობაში, „ბიბლუსის“ ყველა მაღაზიაში იმოქმედებს დიდი ფასდაკლებები „საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის“, „ქართველი მეფეების“; „3D წიგნების“; სხვა ისტორიული სერიების წიგნებსა და „საქართველოს ინტერაქციული რუკის“ ნაწილებზე“, - აღნიშნულია „პალიტრა L“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/877482069254210/

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს