„ექსპო ჯორჯიას“ ორგანიზებითა და თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, Tbilisi Art Fair ჩატარდება

17-19 მაისს, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას” ორგანიზებითა და თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, უკვე მეორედ, თბილისის ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა - TAF ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას ,,თიბისი ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გამოფენა დახურული ჩვენებით „ექსპო ჯორჯიას“ XI პავილიონში, 16 მაისს, 14:00 საათზე გაიხსნება. დანარჩენ მსურველებს კი დასწრება 17-19 მაისს, 12:00-20:00 საათებში შეეძლებათ.

ოთხდღიანი გამოფენა-გაყიდვა მსოფლიოს 16 ქვეყნის 33 გალერეასა და 38 დამოუკიდებელ ხელოვანს გააერთიანებს. მონაწილე ქვეყნები არიან: საქართველო, საფრანგეთი, იტალია, ბულგარეთი, სერბეთი, აზერბაიჯანი, შვეიცარია, ავსტრია, ჩინეთი, აშშ, კუბა, ბელგია, გერმანია, ესპანეთი, პორტუგალია, ლიეტუვა.

Tbilisi Art Fair-ის საგამოფენო სივრცე ორ ძირითად ნაწილად იქნება გაყოფილი. მთავარი დარბაზი ადგილობრივ და საერთაშორისო გალერეებს უმასპინძლებს, ხოლო ,,სახელოსნოს” სპეციფიკური ფორმატი - The Hive დამწყებ და საგალერეო რეპრეზენტაციის გარეშე არსებულ ხელოვანებს მისცემს ნამუშევრების გამოფენის საშულებას.

თბილისის ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა „ექსპო ჯორჯიას“ პავილიონებსა და ბაღებს, ასევე მთელი თბილისის მასშტაბით მუზეუმებს, თეატრებსა და სახელოვნებო სივრცეებს მოიცავს. ბაზრობის ფარგლებში ჩატარდება ლექციები, მასტერკლასები, ღია ფორუმები, ასევე, შემდეგი პარალელური ღონისძიებები: ოთხი ლაპარაკი - პავილიონი 6 - კურირებული ტური; 16 მაისი 15:00 სთ. ტკივილის პალიტრა - პავილიონი 11 - კურირებული ტური; 16 მაისი 16:00 სთ. იყო ქალი - პავილიონი 3 - კურირებული ტური; 16 მაისი 17:00 სთ. მედეა: გამოსახულებები VS სიტყვა - პავილიონი 4 - კურირებული ტური; 16 მაისი 18:00 სთ. დავით კაკაბაძის ფონდი, არქივის გამოფენა - ორანჟერეა - კურირებული ტური; 16 მაისი 19:00 სთ.

ორანჟერეაში გამოფენილი დავით კაკაბაძის სამეცნიერო ნაშრომები და კვლევები, მხატვრის 130 წლის იუბილეს აღსანიშნავი რამდენიმე ეტაპიანი, მასშტაბური პროექტის ერთ-ერთი ნაწილია, რომელიც ""თიბისისა და დავით კაკაბაძის ფონდის ორგანიზებით ხორციელდება.

სასტუმრო „ევროპა“: მათი წარსული, თქვენი აწმყო, ჩვენი მომავალი - თბილისის ღია სივრცე; 17 მაისი 17:00 სთ. IN SITU/IN VIVO - აბრეშუმის მუზეუმი - ოფიციალური გახსნა: 17 მაისი; 15:00 სთ. ჯეფ ქოუენი, 30 ნამუშევარი - თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი - ოფიციალური გახსნა: 17 მაისი; 20:00 სთ. კლარის ჰანი - კინოთეატრი "ამირანი" - ოფიციალური გახსნა: 17 მაისი 16:00.

,,თბილისის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა ფოკუსირებულია აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნების გალერეებსა და სახელოვნებო ინსტიტუტებზე, რომლებიც ხელოვნების ბაზრობებზე ჯერ არ წარმოდგენილან. მისი მიზანია ხელი შეუწყოს კავშირების დამყარებას და გააძლიეროს პარტნიორობა ადგილობრივ და საერთაშორისო სახელოვნებო დაწესებულებებს შორის.

TAF ყოველწლიური პლატფორმაა, სადაც კოლექციონერები, კურატორები, მედიის წარმომადგენლები და სახელოვნებო წრეების წარმომადგენლები ერთ სივრცეში აღმოაჩენენ ხელოვანებსა და გალერეებს.

TAF-ზე თითოეულ დღეს დასასწრები ბილეთის ღირებულება 10 ლარია, რომლის შეძენაც ადგილზე - „ექსპო ჯორჯიაში“, ასევე - TKT.GE - ზე შეგიძლიათ“, - ნათქვამია ,,თიბისი ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა