გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნოებს.

მათივე ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 17 მაისს, 10:00 საათიდან 11:00 საათამდე ელენერგია შეუწყდება აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქსოვრისი, ილტოზა, მჭადიჯვარი, მუხრანი, 12:00 საათიდან 18:30 საათამდე - სოფლებში მუხრანი, ბურიანი და ქსოვრისი, ხოლო 16:30 საათიდან 18:30 საათამდე ციხისძირში, ქანდაში, ქსანში, აღაიანში და მიმდებარე სოფლებში.

„11:30 საათიდან 18:00 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში თანდილაანთკარი, ანანური, ცივწყარო, ზოტიკიანთკარი, პავლეური და მიმდებარე სოფლებში.

14:15 საათიდან 17:00 საათამდე ძაბვა შეუწყდებათ მომხმარებლებს სტეფანწმინდაში და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში სნო, არშა, კარკუჩა, ჯუთა, გარბანი მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო