გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 17 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს.

„თელასის“ ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, ვეფხისტყაოსნის და მეფე მირიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და კონსტანტინე კაპანელის ქუჩის მაცხოვრებლებს. გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის ქუჩის მაცხოვრებლებს. ასევე, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას II კვარტლის მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის, კომკავშირის ხეივნის და სოლოლაკის ხევის მაცხოვრებლებს.გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, გრიბოედოვის, ვანო სარაჯიშვილის და 8 მარტის ქუჩების მაცხოვრებლებს. ასევე, საბურთალოს რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოჯრის გზატკეცილის, კოჯრის ახალი გზატკეცილის და მარო მაყაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ფონიჭალის, ფონიჭალის დასახლების, რუსთავის გზატკეცილის, ორთაჭალის და გორგასალის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სანგორის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორი-II დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ლოჭინის დასახლების, ალექსეევკის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, ლოჭინის ხევის და ჭირნახულის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მექანიზაციის ქუჩის მაცხოვრებლებს.10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანი-მუხიანის გადასასვლელის, თემქა-მუხიანის გადასასვლელის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის II, III, IV კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის I, III კვარტლების, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის II, III კვარტლების, თემქის დასახლების III მიკრორაიონის I, III კვარტლების, გლდანის ხევის დასახლების, ნუშის, ანაპის 414-ე დივიზიის, ავეტიკ ისაკიანის, ავშნის, ილია ნიჟარაძის, გიორგი ავალიშვილის, ნიკოლოზ ჯანაშიას, ხევძმარის, გია რომელაშვილის, ანტონ II, მუხიანის, მონადირეს, ვახტანგ ფირცხალავას, გურამ ქუთათელაძის და ალეკო გობრონიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, გურამ ქუთათელაძის, ანაპის და ჩარგლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ისნის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, მოსკოვის გამზირის, ვაზისუბნის III მიკრორაიონის I კვარტლის, ქედის და აბუსერიძე-ტბელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, ვაზისუბნის IV მიკრორაიონის, ვარკეთილის III მასივის „დ“ ქუჩის, ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის III კვარტლის, ვარკეთილის III მასივის IV კვარტლის, მეტრო „ავლაბარი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, ღვინის აღმართის, ევროპის მოედნის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ანტონ პეტეფის, ალექსანდრე წულუკიძის, ფაღავას, ცისკრის, სევანის, ფერიცვალების, ირბახის, ბოროდინის, ჯორბენაძის, ლაგოდეხის, რუისის, ავლაბარის, მაჭარის, გონაშვილის, ალიხანიანის, მეტეხის, ურბნისის, ჩეხოვის, დუტუ მეგრელის, ლადო მესხიშვილის, სართიჭალის, მეფე სოლომონ ბრძენის, არსენ იყალთოელის, ხერხეულიძის, წურწუმიას, ისნის და იზაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში: გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III კვარტლის და ბელიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის, ფოცხვერაშვილის, ნინოშვილის, თვალჭრელიძის და ჩუბინაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, III, IIIა მიკრორაიონების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.08.2019
ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
პროექტ „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით „სილქროუდ ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს