ომბუდსმენის მოადგილე ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის განცხადებაზე - ეს განცხადება შეურაცხმყოფელ ხასიათს ატარებდა ქალი პოლიტიკოსების მიმართ

განსაკუთრებით პოლიტიკურ სივრცეში, განსაკუთრებით საჯარო პირების და პოლიტიკოსების მხრიდან სექსისტური განცხადებების გამოყენება არის პრობლემა, რადგან მათ დიდი აქვთ გავლენა საზოგადოების ცნობიერებაზე, - ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თაზო ფაცაციას დეპუტატ თინა ბოკუჩავას მიმართ გაკეთებულ განცხადებას.

„ქალთა თანასწორუფლებიანობის, ასევე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა დაბალი მონაწილეობის მაჩვენებლის გათვალისწინებით, განსაკუთრებით პრობლემურია, რომ საჯარო სივრცეებში, მათ შორის პოლიტიკურ სივრცეებში არ გამოიყენებოდეს სექსისტური და დისკრიმინაციული ენა, რაც ქალ პოლიტიკოსებს უქმნის არათანასწორ და მტრულ, დამაშინებელ გარემოს, სადაც მათ არ აქვთ შესაძლებლობა, რომ თანასწორად მოახინონ თავიანთი უფლებების რეალიზაცია. საქართველოს სახალხო დამცველმა სექსისტურად შეაფასა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მიერ გაკეთებული განცხადებები სოციალურ ქსელში. ეს განცხადება შეურაცხმყოფელ ხასიათს ატარებდა ქალი პოლიტიკოსების მიმართ. რა თქმა უნდა, განსაკუთრებით პოლიტიკურ სივრცეში, განსაკუთრებით საჯარო პირების და პოლიტიკოსების მხრიდან სექსისტური განცხადებების გამოყენება არის პრობლემა, რადგან მათ დიდი აქვთ გავლენა საზოგადოების ცნობიერებაზე და იმის გათვალისწინებით, რომ ისინი პირიქით, უნდა ებრძოლონ ამ სტერეოტიპებს, არ უნდა აღრმავებდნენ და ხელს არ უნდა უწყობდნენ არასწორი დამოკიდებულებების შექმნას საზოგადოებაში“, - განაცხადა ეკატერინე სხილაძემ.

შეგახსენებთ, თაზო ფაცაციამ სოციალურ ქსელში დისკრიმინაციული და სექსისტური შინაარსის მატარებელი „პოსტი“ დაწერა თინა ბოკუჩავას შესახებ. მოგვიანებით მან „პოსტი“ წაშალა და ბოდიში მოიხადა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა