„ევროპული საქართველო“ ხულოში შუალედურ არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს უჭერს მხარს

„ევროპული საქართველო“ ხულოში შუალედურ არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს უჭერს მხარს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა რეგიონში ჩავიდა და ხულოს მერობის კანდიდატ ირაკლი ჯორბენაძესთან ერთად მოსახლეობას შეხვდა.

გიგი უგულავას განცხადებით, საზოგადოებამ შუალედური არჩევნების გაყალბების საშუალება არავის უნდა მისცეს, რადგან „არჩევნები განვითარების ერთადერთი საფუძველია.“

„აქ, ხულოში, ისევე როგორც ნებისმიერ ადგილას საქართველოში, საზოგადოებას ივანიშვილი ემოციურად უკვე ჰყავთ გასტუმრებული. ახლა მთავარია, რომ დავირაზმოთ, არ მივცეთ გაყალბების საშუალება და ეს ყველაფერი 19 მაისს უნდა გაფორმდეს ბიულეტენით, უნდა გაფორმდეს საარჩევნო ყუთთან. იმიტომ, რომ არჩევნები არის ცვლილების ერთადერთი საფუძველი და ჩვენს შემთხვევაში ერთადერთი საფუძველი განვითარების. 2012 წელს ჩვენ ხულოში გადავაბარეთ გამზადებული პროექტი და ფული გამოყოფილი იმისათვის, რომ ადიგენიდან ხულომდე დამაკავშირებელი გზა გაკეთებულიყო. სამწუხაროდ, უკვე მე-7 წელი მიდის და ეს გზა არ არის გაკეთებული. მარტო ეს გზა მთლიანად შეცვლიდა აქაურობას, ამოსუნთქვის შესაძლებლობას მისცემდა და ადამიანებს ნებაყოფლობით დაამაგრებდა აქ“, -განაცხადა გიგი უგულავამ.

"ევროპული საქართველო" ხულოში შუალედურ არჩევნებზე "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატს უჭერს მხარს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა