„სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები - ქართულმა პოლიციამ და უპილოტო საფრენმა აპარატებმა საზღვარი დაარღვიეს

„სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებას ე.წ. საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ქართულმა პოლიციამ და უპილოტო საფრენმა აპარატებმა ე.წ. საზღვარი დაარღვიეს. აღნიშნულის შესახებ ოსური მედია წერს. მათივე ინფორმაციით, ამ საკითხებზე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. დელეგაციის წარმომადგენლებმა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. ე.წ. დელეგაციის ხელმძღვანელის, იგორ კოჩიევის თქმით, უპილოტო საფრენი აპარატები სამჯერ გამოავლინეს.

„უპილოტო საფრებმა აპარატებმა ერთსაათიანი ინტერვალით სამჯერ დაარღვიეს სამხრეთ ოსეთის საჰაერო სივრცე. მათ გადაუფრინეს იმ ადგილს, სადაც ჩვენი სასაზღვრო პუნქტია. უპილოტო საფრენი აპარატები 10 წუთის განმავლობაში დაბალ სიმაღლეზე დაფრინავდნენ. ქართულმა მხარემ უპილოტო საფრენი აპარატების კუთვნილების თაობაზე კომენტარი არ გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს შეიძლება ყოფილიყვნენ ტურისტები ან მოზარდები“, - განაცხადა კოჩიევმა.

რაც შეეხება პოლიციის მიერ ე.წ. საზღვრის დარღვევას, კოჩიევი ამბობს, რომ ეს ფაქტიც იმავე რაიონში გამოვლინდა, სადაც უპილოტო საფრენი აპარატი დაფრინავდა.

„ზნაურის რაიონში პოლიციის მანქანა შემოვიდა, საზღვრის აღმნიშვნელ ნიშანთან გაუჩერებლად წრე დაარტყა და საქართველოს ტერიტორიაზე დაბრუნდა. მეორე შემთხვევაში კი პოლიცია დაახლოებით 150 მეტრით იყო შემოსული ჩვენს ტერიტორიაზე და ცხელი ხაზის ამოქმედების შემდეგ, ისინი კვლავ საქართველოს ტერიტორიაზე გადავიდნენ“, - განაცხადა იგორ კოჩიევმა.

ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლება ქართულ მხარეს დრონებით ე.წ. საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა