მამუკა ბახტაძე - ბათუმში თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეს ავაშენებთ

ბათუმში ჩვენ ავაშენებთ ყველაზე თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეს, აჭარაში გვყავს ყველაზე ნიჭიერი ბავშვები და ეს პროექტი სწორედ მათთვის კეთდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ბათუმში განათლების და მეცნიერების ქალაქის მშენებლობის პრეზენტაციაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, მსგავსი სივრცე საქართველოს ყველა კუთხეში უნდა შეიქმნას.

„ზუსტად ერთი თვის წინ შეგვპირდით, რომ ბათუმში დავიწყებდით ისეთივე საგანმანათლებლო სივრცის მშენებლობას, როგორიც თბილისში ახლა შენდება. ჩვენ შევარჩიეთ ეს ულამაზესი ადგილი. აქ ჩვენ ავაშენებთ ყველაზე თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეს, სადაც იქნება კომაროვის სკოლა, საერთო საცხოვრებელი, პროფესიული განათლების ცენტრი, ყველაზე თანამედროვე ლაბორატორიები, იქნება სპორტული მოედნები და სარეკრეაციო სივრცე. იცით, ჩვენთვის განათლებას რამხელა მნიშვნელობა აქვს, ჩვენ გვაქვს ეროვნული იდეა და ეს არის სწორედ განათლება. ჩვენ აჭარაში გვყავს ყველაზე ნიჭიერი ბავშვები და ეს პროექტი სწორედ მათთვის კეთდება, რომ ყველგან, საქართველოს ყველა კუთხეში შევძლოთ იგივეს გაკეთება, რათა საქართველოს ყველა მოქალაქეს ჰქონდეს განცდა, რომ მათ შეუძლიათ თავიანთი ნიჭის და ცოდნის რეალიზაცია. ეს არის ჩვენთვის ყველაზე მთავარი“,- განაცხადა ბახტაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს