Huawei-ის მიმართ სანქციების შემოღების გამო, ჩინეთი აშშ-ს მიმართ საპასუხო ნაბიჯების გადადგმას აპირებს

Huawei-ის მიმართ სანქციების შემოღების გამო ჩინეთი საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ბოლო პერიოდის განმავლობაში შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც დონალდ ტრამპმა ქვეყანაში არსებული ტექნოლოგიური საფრთხეების გამო საგანგებო მდგომარება გამოაცხადა.

აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად აშშ-ში "ჰუავეის" მიერ წარმოებული პროდუქცია სავარუდოდ აღარ შევა. აღსანიშნავია, რომ ტრამპის გადაწყვეტილებას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ჩინეთი იმ ქვეყნებს აუცილებლად უპასუხებს, რომლებიც „ჰუავეის“ წინააღმდეგ შეზღუდვებს აწესებს.

შეგახსენებთ, რომ 15 მაისს დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც, ამერიკულ კომპანიებს იმ უცხოური სატელეკომუნიკაციო კომპანიებით სარგებლობა აეკრძალათ, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა