ექიმის გამოწერილი მედიკამენტების მიზნობრიობის გადასამოწმებელ პროგრამას, არაეფექტურობის გამო, რებრენდინგი უტარდება

ექიმის გამოწერილი მედიკამენტების მიზნობრიობის გადასამოწმებელ პროგრამას, არაეფექტურობის გამო, რებრენდინგი უტარდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განუცხადა, პროგრამა, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში განახლდება.

"ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროგრამის ცვლილება. აქამდე ჯგუფი, რომელიც პროგრამის ფარგლებში მუშაობდა, ინფორმაციას მხოლოდ პაციენტისგან იღებდა, მაგრამ პროცესში არის ორი მხარე - პაციენტი და სამედიცინო პერსონალი. ამიტომ უნდა დაემატოს ის კომპონენტი, რომელიც ექიმის საქმიანობის რაციონალიზაციას უზუნველყოფს. ანუ ექიმმა დანიშნულება გამოწეროს სწორად და “გაიდლაინთან” შესაბამისად. მაგრამ, როგორ შეიძლება ამის სტიმულირება, როფორ მოხდება ექიმის მხარის გაძლიერება, ამაზე მუშაობა მიმდინარეობს“, - განაცხადა გაბუნიამ.

კითხვაზე: შესაძლებელია თუ არა ექიმს მოუწიოს განმრტების გაკეთება, რატომ გამოწერა საჭიროზე მეტი მედიკამენტი? -გაბუნიამ უპასუხა: „ამას ამ ეტაპზე ვერ დავაზუსტებ“.

„მექანიზმი, როგორ უნდა მოხდეს ეს ამბავი, ამაზე გუნდი მუშაობს. ის, რომ პროგრამა ჩავარდა, ასე არ არის. პროგრამის დახვეწა რამდენიმე მიზეზის გამო მიმდინარეობს, მათ შორის იმის გამოც, რომ პაციენტებისგან ნაკლები განაცხადები შემოვიდა. ყველა პაციენტი ერთნაირად აქტიური არ არის. ვმუშაობთ მოდელზე, რომელიც პაციენტისგან მიღებულ ინფორმაციას და ექიმს შორის რეაგირებას გააჩენს. შესაძლოა, მოდელი იგივე ფორმით არ დარჩეს და არ აღდგეს, მაგრამ პაციენტს რომ ექნება საშუალება ინფორმაცია მიიღოს მისთვის ექიმისგან გამოწერილ მედიკამენტებზე, ეს მექანიზმი დარჩება. მაგრამ ეს იქნება ერთ-ერთი მექანიზმი და არა ერთადერთი“,- განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკოს განცხადებით, მხოლოდ პაციენტებთან უკუკავშირის მოდელი, საჭიროზე მეტი მედიკამენტის გამოწერის პრევენციისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

"საჭიროზე მეტი რაოდენობით მედიკამენტების გამოწერა, რომელსაც პოლიფარმაციას ან პოლიპრაგმაზიას ეძახიან, მარტო საქართველო არ არის გამოკვეთილი. ეს ევროკავშირშიც მნიშვნელოვანი პრობლემაა. ჩვენ პირველ ეტაპზე ავიღეთ ზუსტად ის მოდელი, რაც ევროკავშირში მუშაობს და დავიწყეთ მისი პილოტირება. მხოლოდ პაციენტებთან უკუკავშირის მოდელი, რომელიც ჩვენ ჩავდეთ, არ აღმოჩნდა საკმარისი ამ პილოტის ეფექტურად მუშაობისთვის. ამიტომ ახლა მიდის პროგრამის რედიზაინი, რომელშიც ექიმების ჩართულობა იქნება მნიშვნელოვნად გათვალისწინებული. ჩვენ უნდა ველოდოთ იმას, რომ პოლიფარმაცია, საჭიროზე მეტი მედიკამენტების გამოწერა მნიშვნელოვნად იქნება შემცირებული. კომუნიკაციის უმნიშვნელოვანესი ჯაჭვია ექიმი და პაციენტი, პირველ რიგში ოჯახის ექიმი, ამიტომ მათი როლი გაიზრდება რედიზაინირებულ პროგრამაში", - განაცხადა სერგეენკომ.

ექიმის გამოწერილი მედიკამენტების მიზნობრიობის გადასამოწმებელი პროგრამა 2018 წლის პირველი ივლისიდან მოქმედებდა, თუმცა, ამჟამად საიტი, სადაც პაციენტებს საკუთარი რეცეპტის ატვირთვა და მედიკამენტების საჭიროების გადამოწმება შეეძლოთ, დახურულია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს