ომბუდსმენის მოადგილე - ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა მსხვერპლმა შეძლოს ძალადობრივ გარემოს თავი დააღწიოს

ქალთა სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა მსხვერპლმა შეძლოს თავი დააღწიოს ძალადობრივ გარემოს, - ამის შესახებ სახალხო დამცველის მოადგილემ ეკატერინე სხილაძემ განაცხადა. როგორც სხილაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ძალადობის სტატისტიკა ბოლო წლებში მზარდია, თუმცა ეს გამოვლენის სტატისტიკის ზრდით არის განპირობებული.

„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციის, ასევე მსხვერპლთა დაცვის მიმართულებით არაერთი გამოწვევა არსებობს საქართველოში, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ საზოგადოების დამოკიდებულება, ცნობიერება კვლავ საჭიროებს შეცვლას. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ როდესაც მსხვერპლი მიმართავს შესაბამის უწყებებს, ხვდებოდეთ ადეკვატური დახმარება. ამ ყველაფერში წლების განმავლობაში არასამთავრობო სექტორის წვლილი და როლი იყო ძალიან მნიშვნელოვანი.სწორედ მათ შეძლეს, რომ შეექმნათ სერვისები, რომლებიც ახლა უკვე სახელმწიფოს მხრიდან ხორციელდება. თუმცა ქალთა სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა მსხვერპლმა შეძლოს თავი დააღწიოს ძალადობრივ გარემოს“,- განაცხადა სახალხო დამცველის მოადგილემ.

მისივე თქმით, ბოლო წლების განმავლობაში გაიზარდა ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის გამოვლენის მაჩვენებელი, შესაბამისად, ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები უფრო მაღალია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თავად ძალადობის ფაქტები გაიზარდა, ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებაში უფრო მეტად არის ინფორმაცია დამცავი მექანიზმების შესახებ და მოსახლეობა უფრო აქტიურად იყენებს ამ მექანიზმებს.

„ყველაზე ხშირად გამოვლენა ხდება ფიზიკური ძალადობის და ფსიქოლოგიურის, თუმცა ისეთი ფორმები, როგორიც არის ეკონომიკური, სექსუალური ამის გამოვლენა ნაკლებად ხდება. ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი ძალადობის ფაქტები ჩვენ საზოგადოებაში არ არის, ეს ნიშნავს, რომ ასეთი ძალადობის ფაქტები უხილავია და გამოვლენა უჭირს ერთი მხრივ, სამართალდამცველ ორგანოებს და მეორე მხრივ, მსგავსი ფაქტები არ აღიქმევა ძალადობად და ამიტომ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ არის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადასადგმელი", -განაცხადა ეკატერინე სხილაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა