ბახტაძე 2020 წლის არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვებაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე - „ფეიკ ნიუსებით“ მცდელობაა, გარკვეულმა ძალებმა დისონანსი შეიტანონ

დეზინფორმაციით და „ფეიკ ნიუსებით“ არის მცდელობა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში გარკვეულმა ძალებმა შემოტანონ დისონანსი საზოგადოებრივ ცხოვრებაში, - ასე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის მიერ დასმეულ შეკითხვაზე უპასუხა, რომლის თანახმადაც, კვლევის მიხედვით, 2020 წლის არჩევნებში ოპოზიცია იმარჯვებს და ბახტაძეს რეიტინგით გიორგი გახარია და კახა კალაძე უსწრებენ. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მსგავსი კვლევები საზოგადოებას არაერთხელ უნახავს, თუმცა შემდეგ რეალობა სხვანაირი ყოფილა.

„2012 წლიდან დაწყებული, მე ბევრი მსგავსი ე.წ. კვლევის შესახებ მსმენია და საზოგადოების არჩევანი ყოველთვის იყო ნათელი. საზოგადოება გააკეთებს არჩევანს და კიდევ ერთხელ ყველა დავრწმუნდებით. მსგავსი ტიპის დეზინფორმაციით და „ფეიკ ნიუსებით“, უბრალოდ არის მცდელობა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში გარკვეულმა ძალებმა შემოტანონ დისონანსი საზოგადოებრივ ცხოვრებაში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა