მამუკა ბახტაძე - სამწუხაროდ, საქართველოს უახლესი  ისტორია უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ქცევის ნათელი მაგალითია

სამწუხაროდ, საქართველოს უახლესი ისტორია უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ქცევის ნათელი მაგალითია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში განათლების და მეცნიერების ქალაქის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

განათლების სისტემის რეფორმაზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ დაანონსებულ ეროვნულ იდეას „სრულიად უპასუხისმგებლო და ეროვნულ ინტერესებს აცდენილი“ პოლიტიკოსები დაუპირისპირდნენ.

„ჩემთვის გასაოცარია, რომ ასეთ მნიშვნელოვან ეროვნულ იდეასაც კი გამოუჩნდა ოპონენტები, სრულიად უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები. სამწუხაროდ, საქართველოს უახლესი ისტორია არის ნათელი მაგალითი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ქცევის. ნამდვილად არ მინდოდა, რომ ამ ეროვნულ იდეას, რომელიც ყველას უნდა გვაერთიანებდეს, გამოსჩენოდა ასეთი ოპონენტები, მიუხედავად მათი პოლიტიკური დღის წესრიგისა, რომელიც სრულიად უპასუხისმგებლოა და აცდენილი ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. მაგრამ ასეთებიც გამოჩნდნენ. კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო და თქვენს წინაშე ავიღო პასუხისმგებლობა, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომ ამ ეროვნულ იდეას ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. ეს იდეა იქნება ერთადერთი გარანტი იმისა, რომ თითოეული ჩვენთაგანი, მომავალი თაობა, ჩვენი ბავშვები იცხოვრებენ ერთიან და ძლიერ საქართველოში და მთელი მსოფლიო კიდევ ერთხელ აღმოაჩენს საქართველოს, როგორც ყველაზე ნიჭიერი, განათლებული ერის და ქვეყნის მქონე შვილებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა