ვალერიან გორგილაძე - ზუგდიდის არჩევნები სააკაშვილის „ვანდეა“ და  ვატერლოო

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი” სოციოლოგ ვალერიან გორგილაძეს ესაუბრა.

- ბატონო ვალერიან, 19 მაისს დაგეგმილი არჩევნები მთაწმინდაზე, ზუგდიდში, მარნეულში, ზესტაფონსა და ხულოში ჩატარდება.

ფაქტია, რომ თითქმის ყველგან წინასაარჩევნო კამპანია საკმაოდ დაძაბული იყო. თქვენ როგორ შეაფასებდით 19 მაისის არჩევნების წინ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ და სოციალურ ვითარებას?

- ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, რა თქმა უნდა, ახასიათებს დაძაბულობა და ეს მხოლოდ დასაწყისია. მატულობს პოლიტიკური ტემპერატურა, იმატებს საინფორმაციო შემოტევების ინტენსივობა და ყველაფერი ეს ვიმეორებ, მხოლოდ დასაწყისია.

მზარდი და განვითარებადი ესკალაცია არის საშიში, ვინაიდან ძნელად პროგნოზირებადია თუ სად შეიძლება მიგვიყვანოს ამ პროცესმა 2020 წლის არჩევნებისთვის

ეს მზარდი და განვითარებადი ესკალაცია არის საშიში, ვინაიდან ძნელად პროგნოზირებადია თუ სად შეიძლება მიგვიყვანოს ამ პროცესმა 2020 წლის არჩევნებისთვის.

გეოპოლიტიკური პროცესის გათვალისწინებით კი შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რისკებს, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის ტრადიციულად წარმოადგენს საპარლამენტო არჩევნები, ამძიმებს ესკალაციური პროცესი, რომელიც ჩვენს თვალწინ მთელს მსოფლიოში ვითარდება.

19 მაისის შუალედური არჩევნებით კი მოხდება ჩვენი ქვეყნის საწყისი ტემპერატურის გაზომვა. მაქვს ეჭვი, რომ ეს ტემპერატურა დიდი ხანია გასცდა ნორმალურ ნიშნულს

19 მაისის შუალედური არჩევნებით კი, მოხდება ჩვენი ქვეყნის საწყისი ტემპერატურის გაზომვა. მაქვს ეჭვი, რომ ეს ტემპერატურა დიდი ხანია გასცდა ნორმალურ ნიშნულს.

ამდენად, თუ არჩევნების შედეგად ჩვენ მივიღებთ არა 36.6% არამედ პირობითად 38%, ესე იგი ძალიან ახლოს აღმოვჩნდებით კრიტიკულ ტემპერატურასთან უკვე უშუალოდ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დღესთან.

- საარჩევნო პროცესზე ზედაპირული დაკვირვებაც კი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ 1995 წლიდან მოყოლებული ჩვენში არჩევნები ერთი და იმავე სცენარით ტარდება.

ყურადღება მახვილდება არა პროგრამებზე, არამედ იმაზე, ესა თუ ის კანდიდატი ხელისუფლების წარმომადგენელია თუ ოპოზიციის. ხელისუფლება ტრადიციულად ააქტიურებს ადმინისტრაციულ რესურსსა და სამართალდამცავებს, თან ამტკიცებს, რომ იგი დაინტერესებულია არჩევნების სამართლიანად, გამჭვირვალედ და მშვიდობიანად ჩატარებაში.

როგორ შეაფასებდით საარჩევნო პროცესში ძირითადი პოლიტიკური ძალების მოქმედებას, ტაქტიკასა და სტრატეგიას?

- სტრატეგია და ტაქტიკა უცვლელია, ოღონდ ხასიათდება უჩვეულო დაძაბულობით. ეს დაძაბულობა იმატებს წლიდან წლამდე. კონფრონტაციის ზრდას განაპირობებს ოპოზიციის ნაწილის ერთიანობა და მმართველი პარტიის გარკვეული სტაგნაცია. არავის აინტერესებს პროგრამა ან პოზიტიური განვითარების გეგმა.

კონფრონტაციის ზრდას განაპირობებს ოპოზიციის ნაწილის ერთიანობა და მმართველი პარტიის გარკვეული სტაგნაცია

ოპოზიცია სთავაზობს ხელისუფლებას კონფრონტაციას, ვითარების გამწვავებას, აწარმოებს აგრესიულ, ხშირად ზღვარგადასულ და ელემენტარულ ეთიკასა და ნორმას აცილებულ საინფორმაციო კამპანიას, ხოლო ხელისუფლება იყენებს მათ ხელთ არსებულ რესურსებს ამ შტურმის მოსაგერიებლად.

ელემენტარული ლოგიკა გვკარნახობს იმას თუ ვის აწყობს კონფრონტაციული, ესკალაციური რეჟიმი, ვის აწყობს ხელისუფლების პროვოცირება და ამავე დროს მისი „რეპრესიული“ მეთოდების მხილება.

- დამკვირვებელთა ნაწილის აზრით, წინასაარჩევნოდ როგორც ოპოზიციის, ისე სახელისუფლებო მედიასაშუალებების საქმიანობა ამომრჩევლების განწყობებსა და ცნობიერებაზე მეტად ნეგატიურად ხალხის ჯანმრთელობაზე უფრო აისახება.

გასაგებია, რომ ხელისუფლება ოპოზიციის პროპაგანდას პროპაგანდით პასუხობს, მაგრამ როგორც ჩანს, არც ერთი მხარე არ ფიქრობს იმაზე, ამდენი ზიზღი და მტრობა რა გავლენას იქონიებს არა თუ არჩევნების შედეგებზე, არამედ იმავე ამომრჩევლების ფსიქიკაზე.

ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ოპოზიცია ხალხს სახალხო ბუნტისთვის ამზადებს. თუ ასეა, თქვენი დაკვირვებით რა ნაბიჯებს დგამს ხელისუფლება, რომ 19 მაისის არჩევნები ზედმეტი გართულებების გარეშე დასრულდეს?

- გეთანხმებით იმაში, რომ ის, რაც ხდება ელექტრონულ მედიაში ტოვებს ძალიან მძიმე შთაბეჭდილებას და ნამდვილად არ უწყობს ხელს არც მოსახლეობის ფსიქოლოგიურ სიჯანსაღეს და არც, როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს ამის მოსმენა, მოსახლეობის ინფორმირებულობას.

მედია ტრადიციულად გვევლინება პროპაგანდისტულ ინსტრუმენტად სხვადასხვა პოლიტიკური ან ფინანსური ჯგუფების ხელში

ნაწილობრივ ამის გამოც, სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი უარს ამბობს ტელევიზიის ყურებაზე, განსაკუთრებით პოლიტიკური ინფორმაციის შემცველი კონტენტის და უფრო მეტად გადადის სოციალურ ქსელებში.

მედია ტრადიციულად გვევლინება პროპაგანდისტულ ინსტრუმენტად სხვადასხვა პოლიტიკური ან ფინანსური ჯგუფების ხელში. ვერ ვიტყოდი, რომ შემდგარი დემოკრატიების ქვეყნებში განსხვავებული ვითარებაა, უბრალოდ, ჩვენს შემთხვევას ემატება კვლავ მძიმე სოციალური ფონი და ჩვენი ეროვნული მედიის ისტორიულად განსაზღვრული განვითარების თავისებურებები.

გარდა ამისა, როდესაც მედიასივრცის ერთ პოლუსს წარმოადგენს მძლავრი პროპაგანდისტული საშუალება "რუსთავი 2"-ის სახით, ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა, რომ არ შეიქმნებოდა მეორე პოლუსი, თუნდაც ელემენტარული ბალანსის უზრუნველსაყოფად.

სხვა საკითხია რამდენად ეფექტიანია დღეს ეს პოლუსი, ვინაიდან ამ შემთხვევაშიც დრაივს ქმნის არა პოზიტიური ინფორმაცია ან აშკარა სიცრუის ან "ფეიქ ნიუსის" ლუსტრაცია, არამედ ზღვარგადასული აგრესია, სკანდალი და ეპატაჟი.

როდესაც მედიასივრცის ერთ პოლუსს წარმოადგენს მძლავრი პროპაგანდისტული საშუალება "რუსთავი 2"-ის სახით, ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა, რომ არ შეიქმნებოდა მეორე პოლუსი, თუნდაც ელემენტარული ბალანსის უზრუნველსაყოფად

რაც შეეხება ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხს, ცხადია, რომ ხელისუფლებას ევალება არჩევნების ჩატარება დემოკრატიული სტანდარტების მიხედვით და მაქსიმალურად მშვიდობიანი გარემოს უზრუნველყოფა.

კომპეტენციის პრობლემა დღესდღეობით არ არსებობს, ვინაიდან ჩემი და საერთაშორისო სადამკვირებლო მისიების შეფასებით თამარ ჟვანიას ადმინისტაცია, რომელიც ცესკოს უძღვება რამდენიმე წლის განმავლობაში, არის ყველაზე კომპეტენტური, მაღალკვალიფიციური და ამომრჩევლის მაღალი ხარისხის სერვისზე ორიენტირებული, ვიდრე ოდესმე მანამდე.

- გასაგებია, რომ ზუგდიდის არჩევნებში გამარჯვება პრინციპულია ორივე მხარისთვის. ხელისუფლებამ იცის, რომ ზუგდიდის არჩევნებში სანდრა რულოვსის გამარჯვება სააკაშვილს ქართულ პოლიტიკაში თითქმის სრულფასოვნად დააბრუნებს.

გასაგებია ისიც, რომ რულოვსის საარჩევნო შტაბის საქმიანობას ხელისუფლება ადევნებს თვალს, მაგრამ ფაქტია, რომ ორივე მხარე ერთმანეთს პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს.

დაძაბულობის შექმნაში ოპოზიცია ბრალს ხელისუფლებას სდებს, ხელისუფლება კი ხელს ოპოზიციისკენ იშვერს. თქვენ როგორ შეაფასებდით, კონკრეტულად ზუგდიდში ორივე მხარის მოქმედებას?

- მოდით, ისევ ვცადოთ ლოგიკურად ვიმსჯელოთ კონფრონტაციის წყაროზე და ვის ინტერესში შეიძლება იყოს დაძაბულობა, რომელიც ჩვენს თვალწინ იზრდება ზუგდიდის საარჩევნო ოლქში.

თავად ის ფაქტი, რომ „ნაცმოძრაობა“ ზუგდიდის საარჩევნო ოლქში სანდრა რულოვსის კანდიდატურას წმინდა მენეჯერულ თანამდებობაზე აყენებს, ბევრ რამეზე მეტყველბს.

ზუგდიდში მერობის კანდიდატად რულოვსის დაყენებით მიხეილ სააკაშვილი ცდილობს ზუგდიდში საკუთარი „ვანდეის“ მოწყობას, ზუგდიდის გამოყენებას რევანშისთვის და პოლიტიკური რეანიმაციისთვის

მე, ბუნებრივია, არ უარვყოფ ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის უფლებას დააყენოს ის კანდიდატი, რომელსაც ჩათვლის საჭიროდ, უბრალოდ ვამახვილებ თქვენს ყურადღებას „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურ ლოგიკაზე, როდესაც თავისი არჩევანი შეაჩერა სანდრა რულოვსის კანდიდატურაზე, რასაც, სხვათა შორის, ჩემი ინფორმაციით უმწვავესი დაპირისპირება მოჰყვა „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს რიგებში.

ანუ, როდესაც ექს-პრეზიდენტის მეუღლეს, რომელსაც არ გააჩნია არც ერთი დღის მენეჯერული, საორგანიზაციო გამოცდილება და ალბათ უნარიც, აცხადებ კანდიდატად მუნიციპალიტეტში, რომელშიც უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, სამეურნეო ადმინისტრაციულ თანამდებობაზე.

ისეთ პროექტებზეა საუბარი, როგორიცაა წყალმომარაგება და ზუგდიდის კანალიზაციის მოგვარება, ანაკლიის ზურგის ინფრასტრუქტურის განვითარება-მოწყობა და სხვა, შენ ამით ღია პოლიტიკურ კონფრონტაციაში იწვევ შენს ოპონენტს.

ცხადია, რომ რულოვსის კანდიდატურა არის წარდგენილი არა ზუგდიდელების კეთილდღეობაზე ან ზუგდიდის განვითარებაზე ზრუნვით. ცხადია, რომ ზუგდიდში მერობის კანდიდატად რულოვსის დაყენებით მიხეილ სააკაშვილი ცდილობს ზუგდიდში საკუთარი „ვანდეის“ მოწყობას, ზუგდიდის გამოყენებას რევანშისთვის და პოლიტიკური რეანიმაციისთვის.

დარწმუნებული ვარ, რომ ზუგდიდში „ნაცმოძრაობის“ სხვა კანდიდატის მიმართ „ოცნება“ მეტად ლმობიერი იქნებოდა და არ მოახდენდა საკუთარი რესურსის უკიდურეს მობილიზაციას

ამიტომაც, სანდრა რულოვსის კანდიდატურამ განაპირობა მაღალი დუღილი განსაკუთრებით ზუგდიდის საარჩევნო ოლქში. ამიტომაც, ბუნებრივია „ქართული ოცნება“ მოახდენს საკუთარი რესურსის მაქსიმალურ მობილიზაციას რათა არ დაუშვას ამ მეტად სიმბოლური და პოლიტიკური აქტის განხორციელება, როგორსაც სანდრა რულოვსის გამარჯვება წარმოადგენს.

სხვათა შორის, დარწმუნებული ვარ, რომ ზუგდიდში „ნაცმოძრაობის“ სხვა კანდიდატის მიმართ „ოცნება“ მეტად ლმობიერი იქნებოდა და არ მოახდენდა საკუთარი რესურსის უკიდურესს მობილიზაციას.

ამდენად, რულოვსის, როგორც სააკაშვილის „ემანაციის“, დაყენება ზუგდიდის საარჩევნო ოლქში თავისთავად წარმოადგენს პროვოკაციულ ნაბიჯს, რომელმაც განაპირობა განსაკუთრებული დაძაბულობა ზუგდიდის საარჩევნო ოლქში.

დამეთანხმებით ალბათ იმაში, რომ იმის მიუხედავად, რომ „ოცნებას“ მოუწევს დაძაბული ბრძოლა ჭიათურაში, ზესტაფონში, ხულოსა თუ მთაწმინდაზე, ზუგდიდი ამ ოლქების ფონზე, გამოიყურება როგორც ვატერლოო ბრძოლის წინ.

- არაერთგვაროვანი რეაქცია ჰქონდა ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას ქვრივის მანანა არჩვაძის გამოჩენას. იმის გამო, რომ არჩვაძე-გამსახურდიას ზუგდიდში „ოცნების“ მხარდამჭერი კახა მიქავა მასპინძლობდა, ოპოზიციის მტკიცებით პირველი პრეზიდენტის ქვრივი ზუგდიდში „ოცნების“ მხარადსაჭერად ხელისუფლებამ ჩაიყვანა.

ოპოზიციის მტკიცებითვე, ჭიდაობის ფედერაციაში ზურაბ დათუნაშვილის სკანდალის შემდეგ ხელისუფლებას უარი აქვს ნათქვამი, კორცხელის ინციდენტის მსგავსად, საარჩევნო პროცესში მონაწილეობა მიიღონ ჭიდაობის ფედერაციის კუნთმაგარმა აქტივისტებმა, რაც უდავოდ კარგია.

მაგრამ, ფაქტია ისიც, რომ თუ „ოცნებას“ ზუგდიდში მობილიზებული ჰყავს პარტიის მხარდამჭერები რეგიონებიდან, მათ შორის თბილისიდან, „ნაცმოძრაობას“ ზუგდიდში მობილიზებული ჰყავს თავისი მხარდამჭერები უპირატესად სამეგრელოს რეგიონებიდან.

რჩება შთაბეჭდილება, რომ პოლიტიკურად დაპირისპირებული პოლიტიკური ძალები ზუგდიდში 19 მაისისთვის მხარდამჭერების რიცხობრივი უპირატესობის მოპოვებას ცდილობენ. რისთვის ემზადება ზუგდიდში ოპოზიცია და რისთვის ემზადება ხელისუფლება?

- მე ნაწილობრივ გიპასუხეთ ამ კითხვაზე. უბრალოდ დავამატებ ერთ გარემოებას, რომელიც ფონად სდევს ზუგდიდის არჩევნების ისედაც რთულ პოლიტიკურ დიზაინს.

საქმე ისაა, რომ სააკაშვილს ზუგდიდში მოსახლეობის გარკვეული ნაწილი აღიქვამს, როგორც პოლიტიკოსს, რომელმაც 2003 წელს თავისი გამარჯვებით მოახდინა ზვიად გამსახურდიას სიმბოლური შურისძიება ედუარდ შევარდნაძეზე.

სააკაშვილს ზუგდიდში მოსახლეობის გარკვეული ნაწილი აღიქვამს გამსახურდიას სიმბოლურ შურისძიებად შევარდნაძეზე... ამ მითოლოგიას არაფერი აქვს საერთო რეალობასთან. მიუხედავად ამისა იგი საკმაოდ გამჯდარია ზუგდიდელების გარკვეულ ნაწილში

ეს მითოლოგემაა და გარწმუნებთ, რომ ამ მითოლოგიას არაფერი აქვს საერთო რეალობასთან. მიუხედავად ამისა იგი საკმაოდ გამჯდარია ზუგდიდელების გარკვეულ ნაწილში.

ამდენად, ნებისმიერი აქტივობა სხვადასხვა მხრიდან შეიძლება ჩაითვალოს როგორც ბრძოლა მათ შორის ექსპრეზიდენტის მომხრეებისთვის.

და ეს გარემოება მხოლოდ ცხადყოფს თუ რამდენად კომპლექსური, სხვადასხვა წინააღმდეგობების, ინტერესების, ღირებულებების თუ ისტორიული ასპექტით გაჯერებულ კვანძთან გვაქვს საქმე ზუგდიდში.

- ძალიან კი გვინდა, რომ 19 მაისის არჩევნები, განსაკუთრებით ზუგდიდში არ გახდეს უმართავი პროცესების დაწყების საბაბი და ძირითად ოპონენტებს არ უმტყუნებთ ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობა.

მაგრამ, ფაქტია, რომ 19 მაისის არჩევნებს ორივე ძალა 2020 წლის არჩევნების რეპეტიციად და ძალების მოსინჯვის ტესტირებად განიხილავს. თქვენი აზრით, რამდენად შეიძლება იყოს 19 მაისის არჩევნები 2020 წლის არჩევნების რეპეტიცია და რამდენად შეიძლება აჩვენოს მან საშინაო პოლიტიკაში პოლიტიკურ ძალთა შორის სავარაუდო ბალანსი?

- ამ კითხვაზეც მგონი ნაწილობრივ გავეცი პასუხი, მაშინ როდესაც გამოვთქვამდი ჩემს წუხილს კონფრონტაციის ზრდაზე და განსაკუთრებით იმ გარემოებაზე, რომ ესკალაციის პოტენციალი ჯერ კიდევ მაღალია.

19 მაისის არჩევნები და განსაკუთრებით ზუგდიდში, შეიძლება განვიხილოთ როგორც პოლიტიკური ძალების გენერალური დათვალიერება

რა თქმა უნდა, 19 მაისის არჩევნები და განსაკუთრებით ზუგდიდში, შეიძლება განვიხილოთ როგორც პოლიტიკური ძალების გენერალური დათვალიერება.

რაც შეეხება ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობას, არ მგონია, რომ სწორი იყოს სრული პასუხისმგებლობის მინდობა პოლიტიკურ ძალებზე. ხშირად, და ჩვენი უახლოესი ისტორია ამას მხოლოდ ადასტურებს, პოლიტიკოსები ქვეყნის ინტერესებს საკუთარ, ხშირად პრიმიტიულ, უმდაბლესი იერარქიის მქონე მოთხოვნილებებს ანაცვლებენ.

ძალთა ბალანსთან დაკავშირებით ვფიქრობ, რომ არჩევნების შედეგების მიუხედავად, „ოცნებას“ მოუწევს საკუთარ სტრატეგიაში კარდინალური ცვლილებების შეტანა

ძალთა ბალანსთან დაკავშირებით ვფიქრობ, რომ არჩევნების შედეგების მიუხედავად „ოცნებას“ მოუწევს საკუთარ სტრატეგიაში კარდინალური ცვლილებების შეტანა.

იდეოლოგიური მკაფიოობა და მომავალი კოალიციისთვის პოტენციური პარტნიორების გამოკვეთა, ახალი ავანგარდული რესურსის რეკრუტირებასთან ერთად - ვფიქრობ, ეს ამოცანები აქვს გადასაწყვეტი „ქართულ ოცნებას“ უახლეს მომავალში.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით