პრემიერი ბათუმში განათლების პროექტის არჩევნებთან დაკავშირებაზე - ერთი თვის წინ არჩევნები იყო? არ შეიძლება ყველაფერი არჩევნებს დაუკავშირო

ერთი თვის წინ არჩევნები იყო? არ შეიძლება ყველაფერი არჩევნებს დაუკავშირო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განუცხადა, როდესაც ბათუმში განათლების პროექტის არჩევნებთან დაკავშირებას გამოეხმაურა.

პრემიერის თქმით, ბათუმში განათლებისა და მეცნიერების ქალაქის პროექტის დაწყების პირობა ადგილობრივებს ერთი თვის წინ მისცა. მამუკა ბახტაძემ ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლება ეროვნული იდეის რეალიზაციას უზრუნველყოფს ყოველდღიურ რეჟიმში, მიუხედავად იმისა, არჩევნები ტარდება თუ არა.

„მე დავალება მივეცი ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ ერთი თვის ვადაში მაქსიმუმ, მოეძებნათ ადგილი, ის სივრცე, სადაც შევძლებდით ამ პროექტის განვითარებას. ერთი თვის წინ არჩევნები იყო? არ შეიძლება ყველაფერი არჩევნებს დაუკავშირო. ჩვენ გვაქვს გაცხადებული სტრატეგია, გაცხადებული პრიორიოტეტები, ეროვნული იდეა - განათლების სახით და ამ იდეის რეალიზაციას უზრუნველვყოფთ ყოველდღიურ რეჟიმში, მიუხედავად იმისა, არჩევნები ტარდება თუ არა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო