არჩილ თალაკვაძე - „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ მონაცემებით, ზუგდიდში მაღალი აქტივობის შემთხვევაში გეგა შენგელია იმარჯვებს, ამიტომ, „ნაცმოძრაობა“ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას ცდილობს

„ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მონაცემებით, ზუგდიდში მაღალი აქტივობის შემთხვევაში გეგა შენგელია იმარჯვებს, ამიტომ „ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას ცდილობს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„შუალედურ არჩევნებამდე ორი დღე დარჩა და როგორც ვხედავთ, ოპოზიციის მთავარ სამიზნედ ამ არჩევნებში შერჩეულია ზუგდიდი. ჩვენს ხელთ არსებული ყველა სამუშაო მონაცემებით, ჩვენს კანდიდატს მაღალი აქტივობის შემთხვევაში პირველივე ტურში გამარჯვების შესაძლებლობა აქვს. ჩვენი ინფორმაციით, თავის კვლევებში ზუსტად ანალოგიური მონაცემები აქვს „ნაციონალურ მოძრაობასაც“ და სწორედ ამიტომ, მათ კამპანიაში ბოლო დღეებში დაძაბულობამ იმატა. მათ აქვთ მონაცემები, რომ „ქართული ოცნების" კანდიდატს, გეგა შენგელიას მაღალი აქტივობის შემთხვევაში აქვს პირველივე ტურში გამარჯვების დიდი შანსი და შესაძლებლობა. ამიტომ, ისინი გეგმავენ, გაყალბებული მონაცემებით, პროპაგანდის გზით, რეალობის შეცვლითა და გადაკეთებით წინასწარ შეამზადონ ფონი და საზოგადოება დაარწმუნონ იმაში, თითქოს ზუგდიდში მათ კანდიდატს მაღალი მხარდაჭერა აქვს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას ცდილობს, რაზეც რამდენიმე ფაქტორი მეტყველებს.

„ეს არ არის ყველაფერი - „ნაციონალურ მოძრაობას“ ზუგდიდში ბევრი აქტივისტი ჰყავს მობილიზებული. ჩვენი ინფორმაციით, ისინი გეგმავენ კიდევ უფრო მეტი ადამიანის ჩამოყვანას, რომელთა რეალური ფუნქცია ამ არჩევნებში „ზონდერობა“ იქნება. ზოგიერთი დამკვირვებლის სტატუსით, ზოგი ახლად შექმნილი მედიასაშუალების სტატუსით იქნება და ამ ადამიანების გამოყენებით „ნაციონალური მოძრაობა“ ეცდება, შექმნას დაძაბულობა და ჩრდილი მიაყენოს ამ არჩევნებს. ამას ადასტურებს ისიც, რომ მათი არაერთი ლიდერი პირდაპირ აცხადებს, რომ არჩევნების გზით შეუძლებელია სიმართლის მიღწევა და ისინი პირდაპირ მოუწოდებენ არეულობისა და დესტაბილიზაცისკენ, წინასწარ ახდენენ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას და ამას ემსახურებოდა ბოლო დღეებში საარჩევნო ადმინისტრაციაზე მიტანილი იერიშიც. რეალურად, მათი მიზანია პროცესის ჩაშლა. „ქართული ოცნება“ ზუგდიდში ატარებს მშვიდ წინასაარჩევნო კამპანიას, პირისპირ ხვდება თითოეულ თანამოქალაქეს, ამ ქალაქში სიმშვიდეა, თუმცა რჩება არეულობის ერთი ადგილი და ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი და მათი კამპანია. გვსურს, კიდევ ერთხელ მივმართოთ და ვთხოვოთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებსა და დიპლომატიურ კორპუსს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ზუგდიდში შუალედური არჩევნებისა და წინასაარჩევნო კამპანიის პროცესს და გააკეთონ შეფასებები, რომლებიც გამორიცხავს სპეკულაციებს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით და შეამცირებს იმ დაძაბულობას, რომელსაც ქმნის „ნაციონალური მოძრაობა“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

იხილეთ ვიდეო: "ქართული ოცნებისა" და "ნაცმოძრაობის" მონაცემებით, ზუგდიდში მაღალი აქტივობის შემთხვევაში გეგა შენგელია იმარჯვებს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა