საქართველოში ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემის განხორციელების მხარდაჭერის შესახებ პროექტის მიმდინარეობა განიხილეს

საქართველოში ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემის განხორციელების მხარდაჭერის შესახებ, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) პროექტის მიმდინარეობა განიხილეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული პროექტი საქართველოში ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემის განხორციელების მხარდაჭერასა და შესაძლებლობების ზრდას ითვალისწინებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა და შვედეთის საელჩოს საქართველოში, შვედეთის განვითარების სააგენტოსა და შვედეთის გარემოს დაცვის სააგენტოს გარემოს დაცვის სფეროში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების განხორციელება გარემოს დაცვის სფეროში ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს მიზანს წარმოადგენს. ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას ნარჩენების მართვის კუთხით განხორციელებულ პროექტებში. სასწავლო ტურების ფარგლებში შვედეთის გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვნად დაეხმარა სამინისტროს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების კანონქვემდებარე აქტების, სახიფათო ნარჩენების ეროვნული სისტემისა და ბიოდეგრადირებადი ნარჩენების მართვის სტრატეგიის შემუშავებაში“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

შვედეთის გარემოს დაცვის სააგენტოსთან ნარჩენების მართვის სფეროში თანამშრომლობით განხორციელებული მიმდინარე პროექტი ფოკუსირებულია სახიფათო და ბიოდეგრადირებადი ნარჩენების ეფექტიანად მართვაზე და შესაბამისი დაინტერესებული საჯარო და კერძო სექტორის შესაძლებლობის გაძლიერებაზე.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის ორგანიზაციის, შპს თბილსერვის ჯგუფისა და შპს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა