პროექტს „სპორტი ბარიერების გარეშე“ ზუგდიდმა უმასპინძლა

პროექტს „სპორტი ბარიერების გარეშე“ ზუგდიდმა უმასპინძლა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, შეჯიბრი სპორტის 6 სახეობაში - სპრინტში, ფეხბურთში, კალათბურთში, ჭადრაკში, ფრენბურთსა და მაგიდის ჩოგბურთში გაიმართა, რომელშიც 12-16 წლის სპორტის მოყვარული მოზარდები (გოგო-ბიჭი) ჩაერთვნენ.

მათივე ინფორმაციით, დაჯილდოების ცერემონიალმა ზუგდიდის სკეიტ პარკში საზეიმოდ ჩაიარა.

გამარჯვებული მონაწილეები ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსთან გიგა გაბელაიასთან ერთად ქართველმა ვეტერანმა ფეხბურთელებმა მურთაზ ხურცილავამ, ლევან ნოდიამ, თამაზ კოსტავამ და ოთარ გაბელიამ მანავის „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკის“ საგზურით, თასებით და მედლებით დააჯილდოვეს.

ცნობისთვის, ტურნირმა სტარტი 7 მაისს რუსთავში აიღო და მთელ საქართველოს მოიცავს.

პროექტი მიზნად ისახავს მოზარდებში მასობრივი სპორტის პოპულარიზაციას, თავისუფალი დროის ნაყოფიერად გამოყენებას, სპორტული აქტივობების საშუალებით ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს და ახალგაზრდულ ცენტრებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან, მოახდინონ ჯანსაღი ცხოვრების და აქტიური მოქალაქეობის პოპულარიზაცია საკუთარ თემებში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო