საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს ბოლო 15 წლის განმავლობაში უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს ბოლო 15 წლის განმავლობაში უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის პრესსამსახურიდან აცნობეს, 2017 წელთან შედარებით 2018 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 1.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.7 პროცენტი შეადგინა.

„უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ცხრა წლის განმავლობაში უმუშევრობის დონის შემცირების ტენდენცია ფიქსირდება, ამასთან უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში აღნიშნული მაჩვენებელი 2018 წელს ყველაზე დაბალ ნიშნულს აღწევს. 2018 წელს ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ, შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 63.9 პროცენტი შეადგინა. 2017 წელთან შედარებით შემცირებულია როგორც მოსახლეობის აქტიურობის დონე, ისე დასაქმების დონე, შესაბამისად 1.9 და 0.9 პროცენტული პუნქტებით. ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე წინა წელთან შედარებით გაზრდილია 1.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი შემცირებულია 3.4 პროცენტული პუნქტით. აქტიურობის დონე წინა წელთან შედარებით ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.0 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 3.1 პროცენტული პუნქტით“, - ნათქვამია საქსტატის მონაცემებში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს