კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ჩარტერული ფრენები დაინიშნა

კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ჩარტერული ფრენები დაინიშნა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კორეის რესპუბლიკის ავიაკომპანია Korean Air-ის განაცხადი დააკმაყოფილა სამხრეთ კორეასა და საქართველოს შორის ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის შესრულების თაობაზე.

მათივე ინფორმაციით, კორეული ავიაკომპანია Korean Air სეულსა და თბილისს შორის პირდაპირ ჩარტერულ რეისებს მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე განახორციელებს. ფრენები ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის 30 მაისს, 13 ივნისს, 27 ივნისსა და 11 ივლისს, Airbus A330 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება. ჩარტერული რეისები საქართველოში ტურისტების ჩამოყვანას მოემსახურება.

ცნობისთვის, Korean Air კორეის რესპუბლიკის (სამხრეთ კორეა) წამყვანი ავიაკომპანიაა, რომელიც SkyTeam-ის ალიანსის წევრია და 44 ქვეყნის 124 მიმართულებით ოპერირებს. Korean Air-მა საქართველოს საავიაციო ბაზარზე ჩარტერული ოპერირება 2018 წელს დაიწყო. შარშან ავიაკომპანიამ სეული-თბილისი-სეულის საჰაერო ხაზზე ორი ჩარტერული ფრენა განახორციელა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო