საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს უმუშევრობის დონე თბილისში, ასევე აჭარის, იმერეთისა და გურიის რეგიონებშია შემცირებული

საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს უმუშევრობის დონე თბილისში, ასევე აჭარის, იმერეთისა და გურიის რეგიონებშია შემცირებული. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიუხედავად იმისა, რომ უმუშევრობის დონის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში ფიქსირდება, 2018 წელს უმუშევართა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 5.9 პროცენტით შემცირდა.

„წინა წელთან შედარებით 2018 წელს უმუშევრობის დონე შემცირებულია თბილისის, აჭარის, იმერეთის და გურიის რეგიონებში. თბილისში, სადაც უმუშევრობის დონის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება, აღნიშნული მაჩვენებელი 5.9 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული, ხოლო აჭარის და იმერეთის რეგიონებში, შესაბამისად 1.8 და 1.6 პროცენტული პუნქტებით. უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად გაზრდილია სამეგრელო-ზემო სვანეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, შესაბამისად 3.3 და 1.9 პროცენტული პუნქტებით“, - აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა