„საქსტატის“ ინფორმაციით, უმუშევრობის დონე კაცებში, ქალებთან შედარებით მაღალია

უმუშევრობის დონე კაცებში, ქალებთან შედარებით ტრადიციულად მაღალია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევის მიხედვით, 2018 წელს უმუშევრობის მაჩვენებელი კაცებში 2.7 პროცენტული პუნქტით აღემატებოდა ქალების შესაბამის მაჩვენებელს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან აცნობეს, უმუშევრობის მაჩვენებელი 2018 წელს 2017 წელთან შედარებით ქალებში 1.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო კაცებში - 1.1 პროცენტული პუნქტით.

„2018 წელს, 2017 წელთან შედარებით ქალებში დასაქმების დონე 1.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო კაცებში უცვლელი დარჩა. აქტიურობის დონე შედარებით მაღალია კაცებში. 2018 წელს ქალებში აქტიურობის დონე 55.6 პროცენტს, ხოლო კაცებში - 73.6 პროცენტს შეადგენდა. 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით აქტიურობის დონე ქალებში შემცირებულია 2.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 1.0 პროცენტული პუნქტით“,- წერია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციაში.

ამასთან, გამოკვლევის შედეგების ანალიზი ასაკობრივ ჭრილში გვიჩვენებს, რომ 2018 წელს უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონე კვლავ 20-24 წლის ასაკობრივ ჯგუფში ფიქსირდება (30.8 პროცენტი), ხოლო აღნიშნული მაჩვენებელი ტრადიციულად ყველაზე დაბალია 65+ ასაკობრივ ჯგუფში, რომლის უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში არააქტიურობის დონის შედარებით მაღალი მაჩვენებელი.

"საქსტატის" ინფორმაციით, უმუშევრობის დონე კაცებში, ქალებთან შედარებით მაღალია

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ