„ბოლო ზარის“ დღეს მომხდარი ავარიისას დაშავებული მოზარდი, რომელიც თბილისშია გადმოყვანილი, მართვით სუნთქვაზე იმყოფება

ანაკლია-ზუგდიდის გზაზე გუშინ დაშავებული ერთ-ერთი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადმოყვანილი, სტაბილურად მძიმეა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმმა თამარ გოგიჩაიშვილმა განუცხადა, დაშავებულს სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა და გულ-მკერდის დახურული ტრავმა აქვს.

მკურნალი ექიმის ცნობით, მას სახეზე ოპერაციის ჩატარება ესაჭიროება.

„პაციენტის მდგომარეობა რჩება მძიმე. ის იმყოფება რეანიმაცილ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე. მისი მდგომარეობის გათვალისწინებით პაციენტთან გრძელდება მონიტორინგი და სათანადო მკურნალობა.

პაციენტს აქვს სახეზე ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, აქვს ჰემატომა, გულ-მკერდის დახურული ტრავმა, მარჯვენა მხარეს ლავიწის ხაზოვანი მოტეხილობა. პაციენტი საჭიროებს სახის ძვლების ოპერაციას. მდგომარეობის დასტაბილიზებისთანავე ჩატარდება ეს ოპერაცია. გუშინდელთან შედარებით მისი მდგომარეობა გაუარესებული არ არის. პაციენტი სტაბილურად მძიმე რჩება“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ცნობისთვის, 16 მაისს ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოავარიის შედეგად 8 მოზარდი დაშავდა. დაშავებულები დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები არიან, რომელთაც ბოლო ზარი ჰქონდათ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

ანაკლია-ზუგდიდის გზაზე დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა