სანზონაში 4 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმის პროკურორი - მოწმეები ადასტურებენ, რომ მათთვის ცნობილი იყო, ბრალდებულის ოჯახში არასრულწლოვნების მიმართ ძალადობის შესახებ

სანზონაში 4 წლის ნინო ზალინაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაკავებული, გარდაცვლილი გოგონას დედის ლელა ქსოვრელის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მეზობლები და მისი საცხოვრებლის მიმდებარედ დასაქმებული პირები დაიკითხნენ.

როგორც საქმის პროკურორი, ლევან ჟორჟოლაძე აცხადებს, დღეს დაკითხული მოწმეები ძალადობის სხვადასხვა ფაქტების პირდაპირი თვითმხილველები არიან.

"დღევანდელ სხდომაზე დაიკითხნენ, მოცემული საქმეზე ბრალდებულისა და გარდაცვლილის მეზობლები, ასევე მეზობლად დასაქმებული პირები, რომლებიც ძალადობის სხვადასხვა ფაქტების თვითმხილველი მოწმეები არიან. მათ სასამართლოს მათთვის ცნობილი გარემოებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

აღნიშნული მოწმეები პირდაპირი თვითმხილველები არიან იმ ძალადობისა, რომელიც ბრალდებულის ოჯახში ხორციელდებოდა.

მოწმეები სასამართლოს უდასტურებენ, რომ სხვადასხვა დროს მათთვის ცნობილი იყო ბრალდებულის ოჯახში არასრულწლოვნების მიმართ ძალადობის შესახებ", - აცხადებს ჟორჟოლაძე.

დღესვე, "ინტერპრესნიუსისთვის" წყაროზე დაყრდნობით ცნობილი გახდა, რომ ლელა ქსოვრელი პროკურორს პენიტენციური დაწესებულებიდან მუქარის წერილებს უგზავნის. თავად პროკურორმა მხოლოდ მიმოწერის ფაქტი დაადასტურა.

შეგახსენებთ, რომ ლელა ქსოვრელი შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევისთვის დააკავეს, თუმცა, გამოძიების მიმდინარეობისას, მას ბრალი სხვა მუხლითაც წაუყენეს.

პროკურატურის ინფორმაციით, 4 წლის გოგონას ქსოვრელმა თავის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის სახით, რამაც მცირეწლოვანი გოგონას ტვინის მკვეთრი შეშუპება და სისხლჩაქცევა გამოიწვია, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა.

2019 წლის 25 თებერვალს ლელა ქსოვრელს წარედგინა დაზუსტებული ბრალი საქართველოს სსკ-ის 111.117-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. ასევე, 111.126-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ“ ქვეპუნქტით, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სისტემატურ ცემასა და ძალადობას გულისხმობს, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და 111.381-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, რაც შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას გულიხმობს, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 21 იანვრიდან - 22 იანვრამდე ღამის პერიოდში, ლ.ქ.-მ თავის არასრულწლოვან შვილს ნ.ზ.-ს თავის არეში მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები, ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის სახით. მიყენებულმა დაზიანებებმა გამოიწვია სისხლჩაქცევა და თავის ტვინის მკვეთრი შეშუპება, შედეგად 2019 წლის 22 იანვარის დილის საათებში ნ.ზ. გარდაიცვალა.

გამოძიება ასევე დაწყებულია გარდაცვლილი გოგონას 5 წლის ძმის, ლუკა ქსოვრელის სხეულზე არსებული დაზიანებების თაობაზე.

აღნიშნული საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი ლელა ქსოვრელის ბრალდების საქმიდან.

გამოძიება ასევე მიმდინარეობს სოციალური მუშაკების მხრიდან შესაძლო სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტთან დაკავშირებით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა