უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსისთვის, იუსტიციის საბჭოში ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი განცხადებაა შესული

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსისთვის, ამ ეტაპზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მხოლოდ ერთი განცხადებაა შესული, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა.

მიქაუტაძე იმედოვნებს, რომ აქტივობა ბოლო პერიოდში გაიზრდება.

„აქტივობა ამ ეტაპზე დაბალია. ერთი განაცხადია მხოლოდ დარეგისტრირებული, თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ წინ გვაქვს კიდევ ორი კვირა და პრაქტიკითაც ასე ხდება, რომ ვადის მეორე ნახევარში ხდება განცხადებების წარმოდგენა, ვფიქრობ, ალბათ პროცესი შემდეგი კვირებიდან გააქტიურდება და აქტივობა იქნება მაღალი",- განაცხადა მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარსადგენი კანდიდატების განცხადების მიღება დაიწყო. რეგისტრაცია იწარმოებს 2019 წლის 11 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს