თამარ ჩუგოშვილი და გუგული მაღრაძე ლიეტუვას სეიმის წევრებს და ბიზნეს სექტორის წარმომადგენელებს შეხვდნენ

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი და საბჭოს წევრი გუგული მაღრაძე ლიეტუვას სეიმის წევრებს და ბიზნეს სექტორის ქალ წარმომადგენელებს შეხვდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი გენდერული თანასწორობის საკითხებს და ორ ქვეყანას შორის ბიზნეს ურთიერთობების განვითარებას შეეხო.

ქართულმა მხარემ სტუმრებს ქალების ეკონომიკურ გაძლიერების კუთხით პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობა გააცნო. პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრის გუგული მაღრაძის შეფასებით, შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო ბევრი მიმართულებით.

„ლიეტუვას სეიმის წევრები წარმოადგენდნენ სხვადასხვა ფრაქციებს, რომლებიც მუშაობენ სოციალურ, საბიუჯეტო, ფინანსურ და გენდერულ საკითხებზე. ჩვენ მათ გავაცანით გენდერული თანასწორობის კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, მათ შორის ის პრობლემები, რაც არსებობს მამაკაცისა და ქალის არათანაბარ ანაზღაურებასთან და დიდ ბიზნესში ქალთა მცირე წარმომადგენლობასთან დაკავშირებით. ვესაუბრეთ იმაზეც, რომ ჩვენ ახლა ძირითად აქცენტს განათლებაზე ვაკეთებთ, კერძოდ, ქალებისთვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობაზე და ასევე, სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობის გაძლიერებაზე, იმიტომ, რომ ეს არის სიღარიბის დაძლევის ერთ-ერთი მთავარი გზა. სტუმრებმა აღნიშნეს, რომ ლიეტუვაშიც არის განსხვავება მამაკაცის და ქალის ხელფასში და ასევე სხვა ბარიერებიც, რაც ჩვენთან არის, მაგალითად, ქალებს, რომლებიც მუშაობენ ან სწავლობენ, პრობლემები ხვდებათ საბავშვო ბაღებსა და ბაგებში ბავშვის დატოვების. ამასთან დაკავშირებით, მათ აქვთ ძალიან საინტერესო იდეა, რაზეც ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუკი საჯარო ბაღები გადატვირთულია, მაშინ ხელისუფლებამ გასცეს ვაუჩერი - თანხა იმისთვის, რომ ადამიანმა ბავშვი კერძო ბაღში მიიყვანოს. ლიეტუვას ბიზნეს სექტორის ქალ წარმომადგენელებს აქვთ საერთაშორისო ფედერაცია. ისინი ცდილობენ სხვადასხვა ქვეყანაში ქალ ბიზნესმენებთან დაამყარონ კავშირები, გაცვალონ გამოცდილება, ბიზნეს იდეები და განახორციელონ ერთობლივი პროექტები“, - განცხადა შეხვედრის კომენტირებისას საქართველოს პარლამენტის წევრმა, გუგული მაღრაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა