„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ სტუდენტები სტუმრობდნენ

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები ესტუმრნენ.

სტუდენტებმა სსე-ს სათავო ოფისში განთავსებული, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარი დაათვალიერეს, რომელიც ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზეა პასუხისმგებელია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემიდან აცნობეს, სტუდენტებს ზოგად ენერგეტიკაზე და ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლთან დაკავშირებით ლექციაც ჩაუტარდათ. ცენტრალური სადისპეტჩეროს შემდეგ, სტუდენტები ნავთლუღის ქვესადგურსა და სსე-ს სასწავლო ცენტრის პოლიგონს ესტუმრნენ, სადაც უშუალო მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ელექტრომოწყობილობის ტესტირების პროცესში.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ახალი თაობის დაინტერესება ენერგეტიკის დარგით სსე-სთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ცდილობს, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას გააცნოს კომპანია, სსე-ში მიმდინარე მასშტაბური პროექტები და დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგიები, ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა და თანამედროვე, ევროპულ სტანდარტებზე მორგებული ეფექტიანი მმართველობის სქემა“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღნიშნული სახის შეხვედრები "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა"-ში მომავალშიც გაგრძელდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს