ევროპის საბჭოს 30 წევრი ქვეყნის მინისტრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დაბრუნების გზას უხსნის განსაკუთრებული პროცედურით

ჰელსინკში, ევროპის საბჭოს 30 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთს გზას უხსნის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დაბრუნდეს განსაკუთრებული პროცედურით. ამის შესახებ ევროპის საბჭოს პრესსამსახური იუწყება.

მინისტრებმა თავისი გადაწყვეტილებით, კოორდინირებული ქმედებების აუცილებლობას დაუჭირეს მხარი, რომ ამაღლდეს ევროპის საბჭოს უნარი, გაცილებით ეფექტურად მოახდინოს რეაგირება იმ სიტუაციებში, როდესაც წევრი სახელმწიფო არღვევს წესდებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, ან არ იცავს სტანდარტებს, ფუნდამენტურ პრინციპებს და ევროპის საბჭოს ფასეულობებს.

ამასთან ერთად, მინისტრები აცხადებენ, რომ აუცილებელია მკაფიოდ განსაზღვრული დამატებითი პროცედურის შემუშავება, რომელიც ინიცირებული იქნება საპარლამენტო ასამბლეის, მინისტრთა კომიტეტის, ან გენერალური მდივნის მიერ.

ცნობილია, რომ ყირიმის ანექსიის გამო, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 2014 წელს რუსეთს გარკვეული უფლებები ჩამოართვა, მათ შორის ხმის უფლება.

ამ სანქციაზე საპასუხოდ, მოსკოვმა გადაწყვიტამ აღარ გაეგზავნა თავის დელეგაცია ასამბლეაში. 2017 წლის ზაფხულიდან კი რუსეთი აღარ იხდის ორგანიზაციის წევრობის გადასახადს.

აღნიშნულ ინფორმაციას eurointegration.com.ua ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს