ანა დოლიძე - დაინტერესებულ პირებს ვთხოვ, განაცხადები შემოიტანონ, რადგან   მოსამართლეობის კანდიდატები უნდა შევარჩიოთ უკეთესებს შორის და არა "კლანის" აქტიურ და პასიურ წევრს შორის

დაინტერესებულ პირებს ვთხოვ, შემოიტანონ განაცხადები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსზე, რადგან ჩვენ უნდა შევარჩიოთ კარგსა და უკეთესს შორის და არა "კლანის" აქტიურ და პასიურ წევრს შორის, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ კონკურსის მიმდინარეობის შეფასებისას განაცხადა.

„მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ყველა შესაძლო დაინტერესებულ პირს იაქტიურონ და შემოიტანონ განაცხადები, რადგან ჩვენ უნდა შევარჩიოთ კარგსა და უკეთესს შორის და არა "კლანის" აქტიურ და პასიურ წევრს შორის. არ მინდა რომ საბჭო დადგეს მხოლოდ და მხოლოდ ამ არჩევანის წინაშე",- აღნიშნა დოლიძემ.

როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა განაცხადა, კონკურსზე მხოლოდ ერთი განაცხადია შესული.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა