განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს თავდაცვის ეროვნულ აკადემიას ესტუმრა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი ვაშაკიძე, დირექტორის მოადგილე ეკატერინე ბაღიშვილი და ცენტრის თანამშრომლები, აქტიური საკომუნიკაციო კამპანიის ფარგლებში, სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს თავდაცვის ეროვნულ აკადემიას ესტუმრნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ცენტრის დირექტორმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა პრეზენტაცია ,,უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარება - ხედვები და გეგმები“ და აღნიშნა, რომ ცენტრის ყველა მიღწევა და სამომავლო გეგმები ემსახურება ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და უზრუნველყოფს საქართველოს განათლების სისტემის ინტეგრაციას ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში.

„ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამმართველოს უფროსმა, ნინო ბერელიძემ აკადემიის წარმომადგენლებს გააცნო განახლებული ეროვნულ კვალიფიკაციების ჩარჩო, საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების მთავარი პრინციპები და დანერგვის ეტაპები.

ცენტრის თანამშრომლებმა აკადემიის წარმომადგენლებისგან მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მიმდინარე საგანმანათლებლო საქმიანობის, მათ შორის, აკადემიაში არსებული საბაკალავრო, სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების, სამხედრო მიმართულებებისა და სასწავლო პროცესის სპეციფიკის შესახებ.

შეხვედრის ბოლოს ცენტრის თანამშრომლებმა დაათვალიერეს აკადემიის ინფრასტრუქტურა, გაეცნენ და მიიღეს მონაწილეობა სხვადასხვა სპორტულ და სამხედრო აქტივობებში. შეხვედრა დასრულდა კონცერტით, რომელშიც აკადემიის იუნკერთა ბენდი მონაწილეობდა.

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, აქტიური საკომუნიკაციო კამპანიის ფარგლებში, გააგრძელებს შეხვედრებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალთან“, - აღნიშნულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა