გერმანიამ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს აცნობა, რომ ბოლო ათწლეულების მანძილზე არსებულ თავდაცვის ასიგნებებს საგრძნობლად ზრდის

გერმანიამ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს აცნობა, რომ ბოლო ათწლეულების მანძილზე არსებულ თავდაცვის ასიგნებებს საგრძნობლად ზრდის. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.

გერმანიის მთავრობა იმედოვნებს, რომ მიმდინარე წელს ნატო-სთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე გერმანიის სამხედრო ხარჯები 47.32 მილიარდ ევროს შეადგენს, რაც 5 %-ით მეტია ადრინდელთან შედარებით. გერმანიის ხარჯები თავდაცვაზე შეადგენს მთლიანი შიდა პროდუქტის 1.35 %-ს. ეს ნიშნავს გერმანიის სამხედრო ბიუჯეტის უდიდეს ზრდას „ცივი ომის“ პერიოდის დასრულების შემდეგ. 2020 წლისთვის გერმანიის ასიგნებები სამხედრო საჭიროებისთვის 49.67 მილიარდ ევრომდე გაიზრდება და მთლიანი შიდა პროდუქტის 1.38 %-ს შეადგენს.

ცნობისთვის, ეს მაჩვენებელი 2018 წლისთვის 1.23 % იყო. ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, როგორც ცნობილია, დიდი ხანია გამოხატავს უკმაყოფილებას ალიანსში ფინანსურ გადანაწილებასთან დაკავშირებით. 2018 წლის ნატო-ს სამიტზე მან ამერიკის მიერ ალიანსის დატოვების შესახებაც კი განაცხადა, თუ ყველა წევრი დაუყოვნებლივ არ გაზრდის თავდაცვის ხარჯებს მთლიანი შიდა პროდუქტის 2 %-მდე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა