ირაკლი ღარიბაშვილი - ჭიათურელების ასეთი მდგომარეობა  წინა ხელისუფლების დროს დაიწყო - მინდა, ისტორია შევახსენო დემაგოგ და ჯერ კიდევ პოლიტიკოსებად წოდებულ კრიმინალებს

მინდა შევახსენო ყველას, ჯერ კიდევ სამწუხაროდ, ჩვენს ოპონენტებად წოდებულებს, რომ დღევანდელი მდგომარება, რის გამოც ჩვენი ჭიათურელები აპროტესტებენ საკუთარ ყოფას, რა თქმა უნდა, დაიწყო ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს. მინდა, ისტორია შევახსენო დემაგოგ და ჯერ კიდევ პოლიტიკოსებად წოდებულ ამ მართლაც კრიმინალებს,-ასე მიმართა პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჭიათურაში სიტყვით გამოსვლისას პოლიტიკურ ოპონენტებს და ისინი კორუფციულ გარიგებებში დაადანაშაულა.

„2007 წელს მათ ხელოვნურად გააკოტრეს მრავალმილიარდიანი საწარმო, რომელიც ჩვენი ხალხის კუთვნილება, ჩვენი სახელმწიფოს კუთვნილება იყო. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, კორუფციის საფუძველზე სააკაშვილმა და მისმა ოჯახმა ჩამოიყვანა ინვესტორი, სულ რაღაც მიზერულ ფასად, მიზერულს ვახსენებ, რადგან თუნდაც 100 მილიონის ინვესტიცია არის ძალიან მცირე ასეთი უზარმაზარი საწარმოსთვის. არავითარი ვალდებულება არ ჩაუწერეს, 6-7 წლის განმავლობაში მათ არავითარი ვალდებულება ეკოლოგიური მიამრთულებით არ ჰქონდათ. ჩვენი ხელისუფლების დროს კომპანიას დავუდგინეთ, რომ გამოესწორებინა სიტუაცია. ეკოლოგიური ზიანი, რაც მიადგა გარემოს სჭირდებოდა დროული რეაგირება. მაშინ დაერიცხა ამ კომპანიას ძალიან მაღალი ჯარიმაც და ზიანის ანაზღაურებაც მოეთხოვა. დღემდე მოვედით ისე, რომ წარსულში გაფუჭებული პრობლემები დაგვხვდა, მაგრამ მჯერა, რომ დღევანდელი მენეჯმენტი გაითვალისწინებს ჩვენი მაღაროელების ობიექტურ მოთხოვნებს და მათ ძალიან დროულად გადაუჭრის ამ საკთხებს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს