„თავისუფალი საქართველო“ ოჯახის სიწმინდის დღეს დაგეგმილ მსვლელობას უერთდება

პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველო“ ოჯახის სიწმინდის დღეს დაგეგმილ მსვლელობას უერთდება. ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოს ორგანიზებით იმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თავისუფალი საქართველოდან აცნობეს.

„პარტია მიიჩნევს, რომ ოჯახის ტრადიციების პატივისცემა უნდა იყოს ქართული სახელმწიფოს ქვაკუთხედი, ხოლო უმცირესობების უფლებების დაცვის მომიზეზებით, დაუშვებელია გარყვნილების პროპაგანდა და ტრადიციულ ღირებულებებზე შეტევა.

სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში (2013-2019) როგორც საქართველოს ხელისუფლების, ისე საპარლამენტო ოპოზიციისა და ძირითადი მედია-საშუალებების ძალისხმევა გარყვნილების პროპაგანდის მხარდაჭერისკენაა მიმართული. სწორედ მათი საინფორმაციო შტურმის შედეგად ქართულ საზოგადოებაში დამკვიდრდა ე.წ. „თამარ ივერის“ სინდრომი, როდესაც პოლიტიკის და ხელოვნების სფეროს ცნობილი წარმომადგენლები თავს არიდებენ ამ თემაზე მკაფიო პოზიციის საჯაროდ თქმას.

„თავისუფალი საქართველო“ პრაქტიკულად ერთადერთი პოლიტიკური ძალაა ქვეყანაში, რომელიც არ ერიდება ამ საკითხზე საკუთარი აზრის ღიად გამოხატვას: ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოში ოჯახური ფასეულობები, არა მხოლოდ სახალხო, არამედ სახელმწიფოებრივ დონეზე იყოს დაცული“, - აღნიშნულია „თავისუფალი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა