მიხეილ ბატიაშვილი - განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“ თბილისსა და ბათუმში იქნება ცოდნისა და შემოქმედების კერა ჩვენი შვილებისთვის

განათლებისა და მეცნიერების ქალაქის პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა კომპლექსური რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ განათლების რეფორმა, რომელიც ყველა მიმართულებას მოიცავს, სისტემის სრულ ტრანსფორმაციას მოახდენს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

„რამდენიმე დღის წინ გამოვაცხადეთ ის, რაზეც თვეების განმავლობაში ვიმუშავეთ. ეს გახლავთ სკოლებში განათლების ხარისხის ზრდა, რაც პირდაპირ კავშირშია მასწავლებლების კვალიფიკაციისა და ანაზღაურების ზრდასთან. ჩვენ ყველა პირობას შევუქმნით ჩვენს კვალიფიციურ პედაგოგებს, რომ მათი პროფესია იყოს პრესტიჟული, საქმიანობა კი მაქსიმალურად დაფასებული. მოგეხსენებათ, 50-ზე მეტ სკოლაში უკვე მიმდინარეობს „ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვა. ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი ცვლილებები სასწავლო პროცესებში, რათა სწავლება უზრუნველყოფდეს არა მხოლოდ ცოდნის გადაცემას, არამედ კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას მოსწავლეებში. ამით მათ შეეძლებათ, წარმატებით მიიღონ 21-ე საუკუნის ყველა გამოწვევა. ცხადია, უმნიშვნელოვანესია უსაფრთხოება სკოლებში და ამ მიმართულებით დაგეგმილია და პროცესშია ახალი, მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რაც უმოკლეს დროში კონკრეტულ შედეგებს მოგვიტანს. თანამედროვე ინფრასტრუქტურის მიმართულებით გასამმაგდა ბიუჯეტი და ეს ტენდენცია ყოველწლიურად შენარჩუნდება იმისათვის, რომ ჩვენი შვილები განათლებას თანამედროვე, ჯანსაღ გარემოში იღებდნენ, ჰქონდეთ წვდომა ახალ ტექნოლოგიებთან, მაქსიმალურად იყოს დაცული მათი უსაფრთხოება“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

მანვე განაცხადა, რომ ერთი სივრცე საგანმანათლებლო მხრივ ყველაფერს გააერთიანებს.

„განათლების და მეცნიერების ქალაქი“ ბათუმში, ისევე როგორც თბილისში, იქნება ამ ყველაფრის გამაერთიანებელი კერა ჩვენი შვილებისთვის! აქ, ერთ სივრცეში გაიხსნება თანამედროვე ბიბლიოთეკები და ლაბორატორიები, „კომაროვის სკოლა“, საერთო საცხოვრებელი, სხვადასხვა მიმართულების ხელოვნების სკოლა, სპორტული მოედნები და ტექნოლოგიური ცენტრები, პროფესიული სასწავლებელი“, – განაცხადა მინისტრმა.

სამინისტროს ცნობით, მან მადლობა გადაუხადა პრემიერს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც მეცნიერების ქალაქის დაარსებაში მონაწილეობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს