დავით ზალკალიანი - საქართველომ უკრაინასთან და ბალტიის სახელმწიფოებთან ერთად ევროპის საბჭოში რუსეთის საკითხზე გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველომ უკრაინასთან და ბალტიის სახელმწიფოებთან ერთად ევროპის საბჭოში რუსეთის საკითხზე გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა.

მინისტრის შეფასებით, აუცილებელია ევროპის საბჭო დარჩეს პრინციპების ერთგული და ქვეყნებს, რომლებიც ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებენ, პასუხი მოეთხოვოთ.

“სწორედ ამიტომ საქართველომ, უკრაინასთან და ბალტიის სახელმწიფოებთან ერთად, მხარი არ დაუჭირა ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის გადაწყვეტილებას რუსეთთან დაკავშირებით“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს მინისტერიალზე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის შესაძლო დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილების კომენტირებისას.

მისი თქმით, საქართველო ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 14 მაისს, მინისტრთა მოადგილეების კომიტეტზე უკრაინასთან, ლიეტუვასთან, ლატვიასა და ესტონეთთან ერთად წინააღმდეგი წავიდა აღნიშნული გადაწყვეტილების

“საკითხზე მინისტრთა მოადგილეების კომიტეტმა იმსჯელა. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ვიყავით სრულ თანხვედრაში ჩვენს უკრაინელ და ბალტიელ კოლეგებთან. გვქონდა ერთიანი პოზიცია როგორც უკრაინას, ასევე საქართველოს და ბალტიის სამივე ქვეყანას- ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ ამ ინიციატივას. მინისტერიალზე ჩემს გამოსვლაში აღვნიშნე თუ რატომ არ დავუჭირეთ მხარი ამ გადაწყვეტილებას, რადგან ვთვლით რომ აუცილებელია ეს ორგანიზაცია დარჩეს პრინციპების ერთგული, დარჩეს ერთგული იმისა, რომ ქვეყნები, რომლებიც არ არსულებენ ვალდებულებებს, მათ ამაზე უნდა მოეთხვოს პასუხი. სწორედ ამიტომ არ დავუჭირეთ მხარი ამ გადაწყვეტილებას და სწორედ ამაზე იყო აგებული ჩემი გამოსვლაც, სადაც ვისაუბრე საქართველო-რუსეთის კონფლიქტის ჭრილში რუსეთის მიერ შეუსრულებელ ვალდებულებებზე“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით, რუსეთის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უნდა მიიღოს. ზალკალიანმა იმედი გამოთქვა, რომ დელეგატები ამ გადაწყვეტილებაზე გააკეთებენ შესაბამის შეფასებებს.

რაც შეეხება მინისტერიალში საქართველოს დეგელაციის მონაწილეობას, მინისტრის თქმით, მინისტერიალზე საქართველო-რუსეთის კონფლიქტის თემა ფართოდ იყო წარმოდგენილი, შესაბამისად, მნიშვნელოვანი იყო საქართველოს მაღალი დონის მონაწილეობა სესიაში. კერძოდ, მინისტერიალმა დაამტკიცა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიში, სადაც საუბარია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებაზე. მინისტერიალის დღის წესრიგი ასევე საუბრობს მიმდინარე წლის 2 მაისს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე “ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“, ასევე კონფლიქტზე საუბრობს მინისტერიალის დეკლარაციაც.

“ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში მონაწილეობა ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო გამომდინარე იქიდან, რომ მინისტერიალზე რამდენიმე გადაწყვეტილება იყო საქართველოს შესახებ წარმოდგენილი, საქართველოს კონფლიქტის შესახებ საუბარია დეკლარაციაში და ბუნებრივია, ამ ფორუმში ჩვენი მონაწილეობა, მათ შორის მომავალი თავმჯდომარეობის კონტექსტში, იყო მნიშვნელოვანი“, - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, საქართველოს დელეგაცია მონაწილეობს ევროპის საბჭოს მინისტერიალში, რომელიც 16-17 მაისს ჰელსინკში იმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა