ქეთი ხუციშვილი - ეროვნული უმცირესობები აქტიურად მონაწილეობენ არჩევნებში, მაგრამ ფაქტობრივად არ აქვთ მიღებული მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში

მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული უმცირესობები აქტიურად მონაწილეობენ თავად არჩევნებში, მათ, ფაქტობრივად, არ აქვთ მიღებული მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში, - ამის შესახებ ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" ხელმძღვანელმა ქეთი ხუციშვილმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის შესახებ კვლევის შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკა და ამ კუთხით, ინსტიტუციური ჩარჩო საკმაოდ ნორმალურია, მისი განხორციელება ჯერ კიდევ ვერ ხერხდება.

„ამ კვლევის ძირითადი მიგნება არის, რომ არა მარტო ცენტრალურ დონეზე, არამედ თვითმმართველობრივ დონეზეც კი მონაწილეობა ძალიან დაბალია. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული უმცირესობები აქტიურად მონაწილეობენ თავად არჩევნებში და ხმას აძლევენ, მათ, ფაქტობრივად, არ აქვთ მიღებული მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში, აქტივიზმში, სხვადასხვა ტიპის სამოქალაქო ქმედებებში. უნდა ითქვას, რომ არსებობს სახელმწიფო პოლიტიკა ინტეგრაციისა, ინსტიტუციური ჩარჩო საკმაოდ მისაღები და ნორმალურია, მაგრამ მისი განხორციელება ჯერ კიდევ ვერ ხერხდება. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, სამომავლოდ ხელისუფლებამ, დონორებმა, არასამთავრობოებმა და რაც მთავარია, პოლიტიკურმა პარტიებმა ეს ყველაფერი გაითვალისწინონ და სცადონ, რომ მაქსიმალურად გაზარდონ უმცირესობების ჩართულობა პოლიტიკურ ცხოვრებაში და გააუმჯობესონ მათი მონაწილეობის ხარისხი", - განაცხადა ქეთი ხუციშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს