საბაჟო გამშვებ პუნქტში “წითელი ხიდი“ DUTY FREE-ის მოწყობის მიზნით, აუქციონი გამოცხადდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საბაჟო გამშვებ პუნქტ “წითელი ხიდის” ტერიტორიაზე, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის - DUTY FREE-ის მოწყობის მიზნით ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა, რომლის საფუძველზეც გამარჯვებულს, სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით, 10-წლის ვადით სარგებლობაში 490 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი გადაეცემა.

უწყების ცნობით, აუქციონის დასრულების ვადა 2019 წლის 17 ივნისია.

ელექტრონული აუქციონის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე www.eauction.ge

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა