კახა კალაძე ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეზე - ფაცაციას გარიცხვა არ იგეგმება

ფაცაციას გარიცხვა არ იგეგმება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან დაკავშირებით განაცხადა, როდესაც ფაცაციას მიერ თინა ბოკუჩავასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერილ სტატუსზე კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, ფაცაციამ ბოდიში მოიხადა.

„კატეგორიულად მიუღებელია ასეთი სტატუსების დაწერა. ჩვენ, ვინც ხელისუფლებაში ვართ, მეტი თმენის ვალდებულება და მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს. ეს მისი მხრიდან დაშვებული შეცდომა იყო და მან ბოდიში მოიხადა", - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, თაზო ფაცაციამ სოციალურ ქსელში დისკრიმინაციული და სექსისტური შინაარსის „პოსტი“ დაწერა თინა ბოკუჩავას შესახებ. მოგვიანებით მან ეს სტატუსი წაშალა და ბოდიში მოიხადა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა